ღონისძიება Easter Jeep Safari-სთვის, Jeep-მა შვიდი ახალი ოფროუდ კონცეპტი შეიმუშავა. მათ შორის არის ოთხი Wrangler-ი, ორი Gladiator-ი და ერთი Grand Cherokee. 9 და 17 აპრილს, იუტის შტატის ქალაქ მოაბში, კონცეპტები მონაწილეობას მიიღებენ ყოველწლიურ საფარის ღონისძიებაში.
Jeep Wrangler Magneto 2.0
ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეპტი წარმოადგენს შარშანდელი Magneto-ს ევოლუციას, რომლის სახითაც პირველი სრულად ელექტრო Wrangler-ი ვიხილეთ. 2.0 ვერსია აღჭურვილია გაცილებით მძლავრი ელექტრო ძალური აგრეგატით, რომელიც 616 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ენერგიას 70 კვტ/სთ ბატარეიდან იღებს.
ექვს-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით ენერგია ოთხივე თვალს გადაეცემა. 0-96 კმ/სთ სიჩქარეს მოდელი სულ რაღაც 2 წამში ავითარებს, რაც Wrangler-ის ყველა დროის რეკორდია.
Jeep Grand Cherokee Trailhawk 4xe Concept
Jeep-ის საშუალო ზომის SUV-ის განსასახიერებლად დატენვადი ჰიბრიდი Grand Cherokee შეარჩიეს. კონცეპტი Trailhawk კომპლექტაციის სახისაა, უახლესი 20-ინჩიანი დისკებით. სხვა მოდიფიკაციებს შორის არის ახალი ცისფერი ფერი, შავი სახურავი რელსებით და სპეციალურად მისთვის შექმნილი ინტერიერი.
Jeep ’41 Concept
1941 წლის Jeep Willys-ით შთაგონებული Wrangler 4x სპეციალურ D.R.A.B. ‘41 ფერშია გადაწყვეტილი. 17-ინჩიან დისკებს ტალახიანი რელიეფისთვის განკუთვნილი 35-ინჩიანი საბურავები ამშვენებს.
Jeep Rubicon 20th Anniversary Concept
ეს Wrangler-ი პირველი Rubicon-ის გამოშვების 20 წლისთავს აღნიშნავს, აქვს Granite Crystal ფერი და წითელი ინტერიერი. აღჭურვილია 6.4-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელსაც ორრეჟიმიანი აქტიური გამოსაბოლქვი სისტემა აქვს.
Jeep Bob Concept
Jeep Bob-ი დაპატარავებული Gladiator-ია, რომელიც Wrangler-ს ჰგავს უკან პატარა საწოლით. აქვს 20-ინჩიანი დისკები და 40-ინჩიანი საბურავები. კონცეპტი აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი V6 დიზელის ძრავით.
Jeep Performance Parts D-Coder Concept
Maraschino Red ფერის წყალობით, ეს კაშკაშა Gladiator-ი შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ; აქვს Jeep Performance-ის ნაწილები. შედეგად, ის უფრო დემონსტრაციული მანქანაა, რომლის თითოეულ ნაწილს დაინტერესებულ პირთათვის აქვს QR კოდი.
Jeep Performance Parts Birdcage Concept
JPP-ის მეორე კონცეპტი დაფუძნებულია Wrangler 4Xe-ზე და თითქოს ჩიტის გალიას წააგავს, რადგან არ აქვს საქარე მინა, სახურავი, ფანჯრები და მგზავრებს სრულად შეაგრძნობინებს ღია სივრცეს.
კიდევ სამი კონცეპტი SEMA 2021-დან
ზემოთ ხსენებულ კონცეპტთა გარდა, Easter Jeep Safari-ზე Jeep-ი Wrangler-ზე დაფუძნებულ კიდევ სამ კონცეპტს გაიტანს. ესენი იქნება Wrangler 4xe SEMA Concept-ი, შვიდ-ადგილიანი Wrangler Overlook Concept-ი და რეტრო სტილის Jeep M725. სამივე მათგანი შარშანდელი SEMA შოუდან არის.