Genesis-მა იცის, რომ თაყვანისმცემელთა გულებამდე მისასვლელი სწრაფი გზა სპორტული მანქანებია და ამიტომ, გულშემატკივრები ახალი X Speedium Coupe-თი გაახარა.

Genesis X Speedium Coupe წარმოადგენს შარშანდელი X concept-ის ევოლუციას და შექმნილია, რათა გვაჩვენოს დიზაინის ის ენა, რომელსაც კორეული მდიდრული ბრენდის მომავალ ელექტრომობილებში ვიხილავთ.

მოდელს კომპანიის ე. წ. Crest ცხაურის სრულად შემოსაზღვრული ვერსია აქვს. განათების ოთხი სექცია დღისით მოძრაობის ფარებთან არის დაკავშირებული, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ცხაურის ფორმას.

ზოგადად, კონცეპტი საკმაოდ რევოლუციურია. აქვს გრძელი სახურავი და ვრცელი ფანჯრები. უკან ნახავთ იხვის კუდის ფორმის სპოილერს და უფრო აგრესიულ ბამპერს დიფუზორით.

სპეციფიკაციებს Genesis-ი არ აკონკრეტებს, მაგრამ აცხადებს, რომ მოდელი წარმოადგენს კომპანიის გზას ელექტრომობილთა სამომავლო დიზაინისკენ.