Kia-ს უდიდესი მოდელი ჩრდილოეთ ამერიკაში, საშუალო ზომის SUV-ი Telluride, 2023 წლისთვის განახლდება. მისი პრემიერა Hyundai Palisade-სთან ერთად ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოშოუზე შედგება. რვა-ადგილიანი SUV-ი მცირე განახლებებს მიიღებს, დაემატება ტექნოლოგიები და კომპლექტაციის ორი ახალი დონე: X-Line და X-Pro.

ექსტერიერში Telluride დიზაინის დიდ ნაწილს ინარჩუნებს, მაგრამ ექნება ახალი ვერტიკალური ფარები სტანდარტული LED ნათურებით და ნისლსაწინააღმდეგო ფარები, განახლებული უკანა გაბარიტული ფარები, განახლებული ბამპერები, ახალი ცხაურა, განახლებული უკანა ბამპერი და დისკების ახალი დიზაინი ყველა კომპლექტაციაში.

სალონში მოდელს ექნება Kia-ს უახლესი, 12,3-ინჩიანი დისპლეები მაჩვენებელთა დაფის და საინფორმაციო სისტემისთვის. ხელსაწყოთა პანელი ისეა გადაკეთებული, რომ დატეულიყო დიდი ეკრანი.

მანქანა უსაფრთხოების მრავალი ინოვაციური სისტემით არის აღჭურვილი.

რაც შეეხება ძალურ აგრეგატს, Telluride-ს ექნება 3.8-ლიტრიანი V6 GDI ძრავა, რომელიც 291 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ერთადერთი ვარიანტია რვა-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. არჩევითია ოთხივე წამყვანი თვლის სისტემა, თუმცა, ის სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი ორ ახალ კომპლექტაციაში.