Audi-ს Q5 გერმანული ავტომწარმოებლისთვის უდიდესი წარმატება აღმოჩნდა. გაყიდვებით თითქმის ყველა სხვა მოდელი მოიტოვა უკან. თუმცა,სიახლის შესანარჩუნებლად, შემდეგი თაობის Q5-ის სატესტო პროტოტიპებში ახალი იერსახე შეინიშნება, რათა მანქანის ამჟამინდელი წარმატება კვლავ შენარჩუნდეს.

A4-ის მსგავსად, ისიც ბოლო Q5 იქნება, რომელიც შიგაწვის ძრავაზე იმუშავებს, ვიდრე ბრენდი მთლიანად ელექტრომობილებზე გადავა. მაშ ასე, მოგიყვებით ყველაფერს, რაც ამ დროისთვის არის ცნობილი მომავალი Q5-ის შესახებ.

დიზაინი

მიმზიდველობისთვის, Audi-მ Q5-ის მარტივი რეცეპტი შეინარჩუნა — უწყინარი, მაგრამ მიმზიდველი დიზაინი. ახალ, მძლავრი წინა ნაწილს ამშვენებს ფართო, ერთჩარჩოიანი ცხაურა, რომელსაც გარს აკრავს ვერტიკალური ჰაერმიმღებები და LED ფარები.

გვერდითა პროფილი სასიამოვნო ესთეტიკას ასხივებს, სახურავის სპორტული ხაზით და ათლეტური ზედაპირით. კარის ქვედა ნაწილები და გარსაკრავი ძლიერ ჰგავს A6 e-tron სერიის კონცეპტუალური მანქანისას. უკანა ნაწილში ნახავთ მთელ სიგრძეზე გაყოლებულ განათებას, ორმაგ გამოსაბოლქვ სისტემას და ძლიერ დამრეც უკანა ფანჯარას.

სალონი

სრულიად ახალ სალონში ნახავთ უფრო დიდ ეკრანებს და ბევრ ტექნოლოგიას, ვიდრე ოდესმე. ინტერიერის დიზაინი ჰგავს მომავალი A4 და e-tron GT-ისას; აქვს ფუტურისტული ხაზები, სენსორული დისპლეები და დიდი აქცენტი ფუფუნებაზე.

ძირითადი ტექნოლოგიური მახასიათებლები მოიცავს დიდ, ციფრულ მაჩვენებელთა დაფას, Audi-ს მესამე თაობის საინფორმაციო პლატფორმას (MIB 3), ამოსაშლელ დისპლეის და ხმოვან ასისტენტ Amazon Alexa-ს. მძღოლის დამხმარე სისტემებს შორის არის მე-2 დონის ნახევრად ავტონომიური მართვა, სრულდიაპაზონიანი ადაპტური კრუიზ-კონტროლი სიჩქარის ნიშნის კონტროლითა და ადაპტური საკიდრით.

ჰიბრიდი

აუდი

ვინაიდან Q5 ეფუძნება განახლებულ MLB Evo პლატფორმას, რომელიც მომავალ B10 A4-საც ექნება, აქვს იგივე დიაპაზონის 48-ვოლტიან მაილდ ჰიბრიდი ბენზინისა და დიზელის ძრავები, ასევე დატენვადი ჰიბრიდი (plug-in) ძალური აგრეგატი. მაილდ ჰიბრიდი ბენზინის ძრავა ეფუძნება განახლებულ 2.0-ლიტრიან TFSI-ს, რომელიც დაკავშირებულია ორმაგი გადაბმულობის 7-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან და ენერგიას ოთხივე თვალს აწვდის.

კონკურენტები და დებიუტი

მომავალ Q5-ის ალტერნატივებს შორის არის BMW-ს X3, Mercedes-Benz GLC, Porsche Macan, Volvo XC60, Alfa Romeo Stelvio, Jaguar F-Pace, Lincoln Corsair, Lexus RX და ახალი და უფრო პრემიუმ კონკურენტები, მაგალითად, Mazda the CX-60 ევროპასა და იაპონიაში და CX-70 ჩრდილოეთ ამერიკაში.

მესამე თაობის Q5-ის დებიუტი 2024 წელს შედგება და თუ ზოგიერთ წყაროს დავუჯერებთ, ბაზარზეც იმავე წლის ბოლოს ვიხილავთ.

რას ფიქრობთ ახალი Q5-ის დიზაინზე? ან სხვა მახასიათებლებზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

შენიშვნა: სტატია შეიცავს ილუსტრაციებს, რომლებიც გამოცემა CarScoops-ის დიზაინერმა მალულად გადაღებულ პროტოტიპთა საფუძველზე შექმნა. რენდერები Audi-სთან კავშირში არ არის.