მარტივი შეკითხვა: თუ მანქანა ძარის ორივე სტილშია ხელმისაწვდომი, კუპეს სახითაც და კაბრიოლეტისაც, ფასებს შორის კი დიდი სხვაობა არ არის, რომელს აირჩევდით?
ავიღოთ Ferrari F8 Tributo და მისი დობილი F8 Spider-ი, ანდაც McLaren 720S Coupe და Spider-ი. ოთხივე მათგანი დიდად სასურველი მანქანაა და თითოეულ ამ მოდელში, კუპესა და როდსტერ ვერსიებს შორის დიდი მექანიკური სხვაობაც არ არის. თუმცა, ამ საკითხზე საზოგადოებაში აზრთა დიდი სხვადასხვაობაა.
ხშირად, ზოგიერთი საავტომობილო ჟურნალისტი კაბრიოლეტებს აბუჩად იგდებს, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება საგზაო მოდელს. კრიტიკის ლოგიკაც ნამდვილად არსებობს. მანქანების კაბრიოლეტი ვერსიები ძირითადად ხისტი სახურავით არის ჩაფიქრებული და შესაბამისად, თითქმის ყოველთვის უფრო მძიმეები და მოღუნულებია, ვიდრე ჩვეულებრივი „დობილები“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ოდნავ ნელია, ცოტა ნაკლებად მოქნილი და არც საჭეზე შეპასუხებაა მთლად ისეთივე.
გაატარეთ 2000-იანი წლების E46 3-Series კუპე და კაბრიოლეტი ან ერთი და იგივე ვინტაჟის Maserati Coupe და Spyder-ი ერთმანეთის მიყოლებით და შენიშნავთ, რამდენად შოკისმომგვრელად ნაკლებია ღიასახურავიანი მანქანის სტრუქტურული სიმტკიცე. თუმცა, ეს პრობლემა არ გვხვდება ისეთ მოდელებში, როგორიც არის McLaren 720S, რომელიც ხისტი ნახშირბადის მილის გარშემოა აგებული.
თუმცა, ყველაზე არამტკიცე, ნელი კაბრიოლეტიც კი მოგანიჭებთ ისეთ გამოცდილებას, რასაც კუპე ვერ შემოგთავაზებთ. გაქვთ გახსნილობის შეგრძნება, ხეებს და ღრუბლებს არა მხოლოდ წინა და გვერდითა ფანჯრებში ხედავთ, არამედ პირდაპირ თქვენს თავს ზემოთაც. შემოდის გარემოს ხმა და სუნი, რაც გარემოსთან უფრო მეტი კონტაქტის შეგრძნებას გაგიჩენთ. თუმცა, შეიძლება დისკომფორტი შეგიქმნათ უფრო გაფანტულმა მუსიკამ, საბურავების ხმამ და ზოგჯერ უსიამოვნო სუნმა.
მაშ ასე, თქვენ რომელ ბანაკში ხართ? კუპე თუ კაბრიოლეტი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.