ჩვენს დროში ციფრული კონცეპტუალური მანქანები საკმაოდ ხშირია, როგორც დამოუკიდებელ დიზაინერთა მხრიდან, რომლებსაც საკუთარი უნარების წარმოჩენა სურთ, ანდაც ავტომწარმოებლებისგან, რომლებსაც ერთ დღესაც მათი სრულფასოვან პროტოტიპებად გადაქცევა მოუწევთ. ახლად დაფუძნებულმა კომპანია Raven Cars-მა ეს იდეა ოდნავ წინ წასწია და NFT კონცეპტუალური მანქანების შექმნა დაიწყო. პირველია Raven GT, რომელიც V12 კუპეს სახით არის ჩაფიქრებული.

Raven Cars-ის მიზანი მაღალხარისხიანი დიზაინის სერვისის შეთავაზება და NFT-ს ადაპტაციის დაჩქარებაა. შესაბამისად, მათი დიზაინის პროცესი რეალური ავტომწარმოებლებისას ჰგავს, ოღონდ ერთის გამოკლებით — ამ მანქანებს ისინი არ აწარმოებენ. მართლაც, Raven GT ღირსეული 3D პროექტის სახით გამოიყურება.

მოდელს აქვს წინაძრავიანის პროპორციები, უკანა წამყვანი თვლები, გრძელი კაპოტი და დაბალი, გამოკვეთილი სხეული. წინა მხარეს დიდი ცხაურაა, სპორტული ბამპერები და LED ფარები.

უკანა ნაწილი საკმაოდ აგრესიულია, აქვს კუპეს მსგავსი სახურავის ხაზი, Jaguar-ით შთაგონებული LED გაბარიტული ფარები და ფართო დიფუზორი.

მართალია, Raven GT შეიძლება რეალური სამყაროსთვის არ იყოს განკუთვნილი, მაგრამ კომპანია აღწერს პოტენციურ სპეციფიკაციებს, იმ შემთხვევისთვის, ის რომ ნამდვილი მანქანა ყოფილიყო. ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ორადგილიანი კუპე დაფუძნებული იქნებოდა V12 ძრავაზე და 1525 კილოგრამამდე აიწონიდა.

ბენზინის V12 ძრავამ 789 ცხენის ძალა უნდა გამოიმუშაოს. ენერგია 7-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფით უკანა თვლებს უნდა გაეგზავნოს და შედეგად, 0-100 კმ/სთ სიჩქარე 2,9 წამში განავითაროს. კომპანია იმდენად შორს წავიდა, რომ დაითვალა საწვავის მოხმარებაც, 15 ლიტრი ას კილომეტრზე.

ამასობაში, კომპანია მეორე NFT მანქანასაც გეგმავს, ამჯერად ჰიპერქარს, შემდეგ კი მეტავერსში შევლენ.