BMW რამდენიმე მოდელისთვის 2022 წლის განახლებებს აანონსებს; მათ შორის არის 2-Series Active Tourer, 2-Series Coupe, 4-Series Gran Coupe, 5-Series, 6-Series Gran Turismo, X5, X6 და Z4. ამავე დროს, გვიჩვენებს მომავალ M3-ებს განახლებული ინტერიერითა და გამრუდებული დისპლეით.

2-Series Active Tourer-ი მალე ხელმისაწვდომი იქნება ორი ახალი დატენვადი ჰიბრიდი და ახალი დიზელის მაილდ-ჰიბრიდი ვერსიებით. ორივე დატენვად ჰიბრიდ მოდელს აქვს სამცილინდრიანი ბენზინის ძრავა და უკან ჩაყენებული ელექტროძრავა. საწყისი დონის 225e xDrive Active Tourer-ს 245 ცხენის ძალა აქვს, 230e xDrive Active Tourer-ს კი 326.

ახალ 2.0-ლიტრიან ოთხცილინდრიან დიზელს ნახავთ 223d xDrive Active Tourer-ში, 48-ვოლტიან მაილდ-ჰიბრიდ ტექნოლოგიასთან ერთად. ის 197 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

რაც შეეხება 2-Series Coupe-ს, მას ახლა 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა აქვს 156 ცხენის ძალით და 8-სიჩქარიანი სტეპტრონიკ ავტომატური გადაცემათა კოლოფი. დიაპაზონში BMW-მ ასევე დაამატა M240i, რომელსაც იგივე 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ტურბოძრავა აქვს, რაც M240i xDrive-ს, მაგრამ მხოლოდ უკანა წამყვანი თვლები და 374 ცხენის ძალა. კომპანიამ განაახლა 2-Series Coupe-ც.

4-Series Gran Coupe-ს ამჯერად მხოლოდ წინა წამყვანი თვლები ექნება. რაც შეეხება 430d xDrive Gran Coupe-ს, ის 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი დიზელით აღიჭურვება და 286 ცხენის ძალა ექნება. 4-Series-ს ყველა მოდელში ასევე გაეშვება M Sport Package Pro კომპლექტაცია.

M Sport Package Pro კომპანიამ გაუშვა 5-Series Sedan-ის, 5-Series Touring-ის და 6-Series Gran Turismo-სთვისაც.

2022 წლის ივლისიდან, BMW M3 Sedan-ში ხელმისაწვდომი იქნება ზემოხსენებული გამრუდებული დისპლეი (Curved Display).

ახალი ოპერაციული სისტემა Operating System 8-ით აღჭურვილი BMW-ს ყველა მოდელი მიიღებს განახლებულ სანავიგაციო სისტემას და BMW-ს ჭკვიან პერსონალურ დამხმარეს.