მდიდრული ქროსოვერი შეიძლება შედარებით ახალ ფენომენად მოგეჩვენოთ, მაგრამ უკვე ათწლეულებია, ისინი არსებობს და ერთ-ერთი პირველი Lexus RX-ი იყო.
პირველი მოდელი 1998 წელს გამოვიდა და კომპანიას უდიდესი წარმატება მოუტანა. მას შემდეგ RX-ის ოთხი თაობა გამოვიდა და ზედიზედ რვა წლის განმავლობაში, აშშ-ში წელიწადში 100 000-ზე მეტი RX-ი იყიდებოდა.
ამჯერად Lexus-მა განახლებული, 2023 წლის RX-ი წარმოადგინა, რომელსაც აქვს ევოლუციური დიზაინი, მოწინავე ტექნოლოგიები და ახალი, დატენვადი ჰიბრიდი ძალური აგრეგატი. დიაპაზონი ასევე მოიცავს 367 ცხენის ძალის მქონე RX500h F Sport Performance ჰიბრიდ ვარიანტს, რომელსაც აქვს ოთხივე წამყვანი თვლის სისტემა, სახელად Direct4.
გავრცელებული ინფორმაციით, ახლო მომავალში Lexus-ი ასევე გამოუშვებს ახალ სამრიგიან ქროსოვერს, სახელად TX-ს; შესაბამისად, ალბათ არ უნდა ველოდოთ, რომ ამჯერად დაბრუნდება RX-ის წინა “L” მოდელი.
ახალი RX ეფუძნება Toyota-ს GA-K არქიტექტურას, რომელსაც ასევე იყენებს მრავალი სხვა მოდელი, მათ შორის Highlander-ი, RAV4 და უფრო პატარა Lexus NX-ი. Lexus-ის განცხადებით, ახალი მოდელი წინაზე 90 კილოგრამით მსუბუქია.
ვეღარ ნახავთ წინა RX350-სა და RX450h-ში გამოყენებულ 3.5-ლიტრიან V6 ძრავას, რომელიც ოთხცილინდრიანმა ტრანსმისიებმა ჩაანაცვლა, მათ შორის ბენზინისა და სამმა ცალკეულმა ჰიბრიდულმა ვარიანტებმა.
RX350-ს აქვს 2.4-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ერთრიგა ძრავა 275 ცხენის ძალით. დაკავშირებულია 8-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფთან და აქვს როგორც წინა, ისე ოთხივე წამყვანი თვლის ვარიანტები.
RX350h იყენებს Toyota-ს კარგად ცნობილ ჰიბრიდულ სისტემას ატმოსფერული 2.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ერთრიგა ძრავითა და ელექტროძრავით, რომლებიც ჯამში 246 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. მას სტანდარტის სახით აქვს ოთხივე წამყვანი თვალი; წვის საშუალო მაჩვენებელია 14,03 კმ/ლ.
განსაკუთრებით საინტერესოა RX500h F Sport Performance მოდელი. RX-ის ამ ვერსიას აქვს ახალი ჰიბრიდული სისტემა 2.4-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ერთრიგა ბენზინის ტურბოძრავით და 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. სისტემა ჯამში 367 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ასევე იქნება RX450h+ მოდელი დატენვადი ჰიბრიდის სისტემით. მახასიათებლებს Lexus-ი არ აკონკრეტებს, მაგრამ სავარაუდოდ, მას იგივე მონაცემები უნდა ჰქონდეს, რაც 302-ცხენის ძალიან NX450h+ -სა და Toyota RAV4 Prime დატენვად ჰიბრიდებს აქვთ.
დაბალი მოდელების კომპლექტაციის დონეებს შორის იქნება საბაზისო, Premium, Premium+, Luxury, F Sport Handling; დიაპაზონის სათავეში მოექცევა RX500h F Sport Performance. სტანდარტის სახით იქნება 19-ინჩიანი დისკები, არჩევით კი 21-ინჩიანი.
განახლებული ინტერიერი NX-ისას ჰგავს და შესაძლებელია 14-ინჩიანი ეკრანის არჩევა, რომელიც Lexus-ის უახლეს საინფორმაციო სისტემაზე მუშაობს.
2023 წლის საბაზისო RX-ის ფასი სავარაუდოდ 47 000 დოლარის ფარგლებში იქნება, RX350h ჰიბრიდის სავარაუდოდ 50 000 დოლარიდან დაიწყება, RX450h+ -ის კი 60 000 დოლარიდან. უცნობია RX500h F Sport Performance მოდელის ფასიც, მაგრამ სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ ღირებულებამ 70 000 დოლარს მიაღწიოს.
Lexus-ის განცხადებით, ახალი RX მოდელები ბაზარზე წლის ბოლოსთვის გავა.