ზაფხული სულ უფრო ამაღელვებელი ხდება — Ram-მა 1500 TRX Sandblast Edition-ი შექმნა.

Sandblast Edition-ი ეფუძნება „მსოფლიოში ყველაზე სწრაფ და მძლავრ მასობრივად წარმოებულ პიკაპს“ და აქვს Mojave Sand ექსტერიერი TRX გრაფიკით და 18-ინჩიანი შავი დისკებით, რომლებსაც Goodyear Wrangler Territory-ს 35-ინჩიანი გამავლობის საბურავები ამშვენებს.

სალონში ნახავთ ტყავის შავ სავარძლებს ღია ნაქარგებითა და TRX სიმბოლოთი. იქვეა ბრტყელძირიანი საჭე, ნახშირბადის ბოჭკოს დეტალები და ცენტრალური კონსოლი.

გამომდინარე იქიდან, რომ სპეციალური გამოშვება აღჭურვილია TRX Level 2 Equipment Group-ით, მყიდველი ასევე აღმოაჩენს საჭის გათბობას, სავარძლების გათბობა-ვენტილირებას, Harman Kardon-ის 9-სპიკერიან აუდიოსისტემას. ასევე ნახავთ უკანა ხედვის ციფრულ სარკეს, ამოსაშლელ დისპლეის, სმარტფონის უსადენო დამტენს.

პიკაპს ასევე აქვს ადაპტური კრუიზ-კონტროლი, ზოლის შენარჩუნების დამხმარე, ქვეითთა საგანგებო მუხრუჭის სისტემა. უსაფრთხოების სხვა სისტემებს შორის არის გარემოს ხედვის კამერა და უხილავი ზონების მონიტორინგის სისტემა გზაჯვარედინების დაფიქსირების ფუნქციით.

მართალია, ცვლილებები მცირეა, მაგრამ TRX-ს ყველაზე მეტად გამოარჩევს 6.2-ლიტრიანი ჩაბერვიანი V8 ძრავა, რომელიც 702 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავა დაკავშირებულია რვა-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან და სტანდარტულ ოთხივე თვლის წამყვან სისტემასთან. შედეგად, მანქანა 0-96 კმ/სთ სიჩქარეს 4,5 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 190 კმ/სთ-ია.

2022 წლის Ram 1500 TRX Sandblast Edition-ი ბაზარზე რამდენიმე კვირაში გავა და ფასი 98,285 დოლარიდან დაიწყება.