კლასიკურ Muscle car-ებს ყოველთვის ჰყავდა გულმხურვალე მიმდევრები და ამ მხრივ გამონაკლისი არც F-Body Chevrolet Camaro არ არის. მიუხედავად ამისა, ძნელია, იპოვო ისეთი ეგზემპლარი, რომელიც სხვებისგან დრამატულად განსხვავდება.
ერთი შეხედვით ძნელი წარმოსადგენია, რატომ უნდა მოუნდეს ვინმეს იწვალოს შუაძრავიანი Camaro-ს აგება, როცა ორიგინალი FR კონფიგურაცია ისედაც საკმაოდ დაფასებულია. საბედნიეროდ, ამ მანქანის შემქმნელებს, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ბაზირებულ კომპანია Centerline Vehicle Designs-ში ასეთი ფილოსოფიური კითხვები არ აწუხებდათ. მათ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშის შექმნა სურდათ და გამოუვიდათ კიდეც.
აშკარაა, რომ ის ახლოსაც კი არ არის 1968 წლის Camaro-სთან. ორიგინალ მანქანასთან საერთო აქვს მხოლოდ კარის ჩარჩოები, სახურავის რელსები, წინა ფრთების წინა ნაწილები, უკანა ფრთების უკანა ნაწილები და ფანჯრის მინები. ახალი ძარა არის 5 ინჩით უფრო განიერი, 10 ინჩით უფრო გრძელი და აქვს 3,5 ინჩით უფრო გრძელი თვლების ბაზა.
მიუხედავად ასეთი დრამატული ცვლილებებისა, ფორმა მაინც ძლიერ კამაროსეულია, იქამდე, ვიდრე კაპოტს ახდით, მაგრამ არა წინ. უკანა საბარგულის სახურავქვეშ მოთავსებულია ატმოსფერული 455ci Oldsmobile V8, რომელიც 486 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ენერგია პიკში დაახლოებით 6,000 rpm-ს აღწევს. მიუხედავად ამისა, მას მხოლოდ სამ-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვსToronado-სგან.
რამდენიმე დღეში მანქანა ონლაინაუქციონ Bring A Trailer-ზე გაიყიდება; ფასი 73 000 დოლარიდან დაიწყება.