ლეგენდარული ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს სუპერქარი Bugatti Veyron-ი ესპანეთის ქალაქ მალიორკაში ავარიაში მოხვდა. ავარიის შემდეგ, 2,1 მილიონ დოლარად ღირებული მანქანა ლურჯი ბრეზენტით გადაფარებული წაიღეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, რონალდოს სპორტული მანქანა მისი ერთ-ერთი აგარაკის შესასვლელთან არსებულ საყოფაცხოვრებო ნივთების ფარდულს შეეჯახა, რომელშიც ბუტანის აირის ბალონებიც ინახებოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჭესთან რონალდოსთან დასაქმებული ერთ-ერთი პირი იჯდა. აგარაკზე რონალდო ოჯახთან ერთად ისვენებს.

მძღოლმა სავარაუდოდ მართვაზე კონტროლი დაკარგა და მძიმედ დაზიანდა მანქანის წინა ნაწილი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავარიაში სხვა მანქანა არ მონაწილეობდა და მძღოლს სხეულის დაზიანება არ მიუღია.

კრიშტიანო რონალდოს სიყვარული ძვირად ღირებული სუპერქარების მიმართ კარგად არის ცნობილი და საკმაოდ დიდ კოლექციასაც ფლობს.