ჯერ ერთი თვეც არ არის, რაც 2023 წლის Chevrolet Corvette Stingray-ს წარმოება დაიწყო და ერთი ეგზემპლარი ავარიაში უკვე მძიმედ დაზიანდა.

ავარიაში მოყოლილი მანქანის ფოტო პირველად Corvette Forum-ზე გავრცელდა. ინციდენტი ტეხასის შტატში, ქალაქ ოსტინის სიახლოვეს მოხდა.

ფოტოების გადაღების კუთხიდან გამომდინარე ძნელია იმის შეფასება, რამდენად მძიმეა დაზიანებები. თუმცა, ჩანს, რომ შუაძრავიანი სპორტული მანქანა გზიდან არის გადასული და თხრილშია ჩავარდნილი. ფოტოებზე არ ჩანს, მაგრამ ძარა მგზავრის მხარეს უნდა იყოს დაზიანებული.

კარგად ჩანს, რომ მოწყვეტილია მძღოლის მხარეს ბორბალი. მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ამ კუთხეში დაზიანებული უნდა იყოს მუხრუჭები და საკიდარიც.

შეჯახების ადგილზე მიმოფანტულია მანქანის წინა ბამპერის ნამსხვრევებიც.

უცნობია, ზუსტად რა გახდა ავარიის მიზეზი. დიდი ალბათობით, მძღოლი მარცხენა მოსახვევში დიდი სიჩქარით შევიდა და უბრალოდ თხრილში გადავარდა.

მიუხედავად მიზეზისა, ეჭვგარეშეა, რომ მანქანას საკმაოდ ძვირადღირებული შეკეთება დასჭირდება.