Volkswagen-მა 2023 წლის ID. Aero წარმოადგინა — მისი პირველი სრულად ელექტრო მდიდრული სედანი. მოდელი პირდაპირ კონკურენციას გაუწევს Tesla Model 3-ს და BMW i4-ს.

ისეთი ფსევდო SUV-ების შემდეგ, როგორებიც არის ID.4 და ID.5, ID.3 ჰეტჩბეკი და ID. Buzz-ი, Aero ოთხკარიანი ფასტბეკია, რომელიც 2023 წლიდან ჩინეთში აეწყობა ჩინური ბაზრისთვის. იმავე წელს, Volkswagen-ი წარმოადგენს გერმანიაში გამოშვებულ ვერსიას ამერიკული და ევროპული ბაზრებისთვისაც.

კომპანია მოდელს აღწერს როგორც საშუალო ზომის პრემიუმ სედანს შეძლებული ჩინელებისთვის. არსებული ID-ის დიზაინის ენა გადატანილია კუპეს სტილის სედანის ფორმაში, რომელსაც საკმაოდ გრძელი თვლების ბაზა აქვს და შესაბამისად, ინტერიერის დიდი სივრცეც. წინა ნაწილს განსაზღვრავს ვიწრო LED Matrix ფარები და განათების ბარი.

 

მანქანა ეფუძნება ელექტრომობილის იმავე MEB არქიტექტურას, რასაც სხვა ID-ები. ცნობილია, რომ აქვს 77 kWh ბატარეა, მაგრამ ძრავის შესახებ Volkswagen-ი დეტალებს არ ამხელს.

ერთი დატენვით მოდელი 620 კილომეტრს დაფარავს, რაც გაცილებით მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე სხვა ID-ების.