ფორმულა ერთის მოქმედმა ჩემპიონმა Red Bull-მა Ferrari, McLaren-ი და Mercedes-AMG ტრასაზე ნამდვილად დაჩრდილა და ახლა იმავეს სუპერქარების ბაზარზეც აპირებენ. კომპანიამ განაცხადა, რომ მუშაობს $6-მილიონიან ჰიპერქარზე, რომელიც ბაზარზე 2025 წელს გავა.
მოდელს F1-ის მანქანების ლეგენდარული დიზაინერი ადრიან ნევი ქმნის, რომელსაც ეკუთვნის Aston Martin Valkyrie-ის დიზაინი და ააწყობს Red Bull-ის F1-ის გუნდის Advanced Technologies-ის დობილი ქვედანაყოფი. მანქანას RB17 ერქმევა.
გამოცემა Autocar-ის ცნობით, ნახშირბადის ძარიან, დახურულ სახურავიან მანქანას ორი სავარძელი ექნება, დიზაინის მთავარი მოტივი გი სარბოლო ტრასა იქნება. მიუხედავად ამისა, თუკი მომხმარებლებს მოეწონებათ, შეიძლება ვიხილოთ საგზაო ვერსიაც. დაგეგმილია მხოლოდ 50 ეგზემპლარის გამოშვება, რომელთაგან თითოეული ბრიტანეთში აეწყობა. მართალია, ფასი AMG One-სა და Aston Valkyrie-ზე ორჯერ მაღალია, მაგრამ ყველა ეგზემპლარი უკვე გაყიდულია.
ამ ეტაპზე Red Bull-ი ტექნიკურ დეტალებს არ გვიმხელს, მაგრამ ცნობილია, რომ მანქანა აღჭურვილი იქნება მესამე უცნობი მხარის მიერ წარმოებული ორმაგი ტურბო V8 ძრავით და ექნება F1-ის სტილის ენერგიის აღდგენის სისტემა. Autocar-ის ცნობით, მას 1233 ცხენის ძალა ექნება, სადაც 148 ცხენის ძალა ელექტრო დამხმარეზე მოვა.
ამავე გამოცემის ცნობით, მანქანის წონა სულ რაღაც 900 კილოგრამი იქნება.
შენიშვნა: ფოტოზე მოცემულია გამოცემა Autocar-ის მიერ გაკეთებული რენდერი და არაფერი აქვს საერთო Red Bull-თან.