გავრცელებული ინფორმაციით, Jaguar-ი სამ ახალ SUV მოდელზე მუშაობს, რომლებიც ახალ არქიტექტურაზე იქნება დაფუძნებული და ბაზარზე რამდენიმე წელიწადში ვიხილავთ. ეს SUV-ები კომპანიას ბაზარზე პოზიციების გამყარებაში დაეხმარება და 2025 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილების მწარმოებელი გახდება, რადგან ამ წლიდან წყვეტს ამჟამინდელ მოდელთა ხაზის წარმოებას.

გამოცემა Autocar-ის ცნობით, SUV-ების დიზაინს 2024 წლის ბოლოს ვიხილავთ კონცეპტუალური მოდელის სახით.

ამ სამიდან ყველაზე პატარა SUV-ს Range Rover Sport-ის მსგავსი დიზაინი ექნება, მაგრამ სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი იქნება სამ- და ხუთკარიან სტილში. ამას გარდა, Jaguar-ი ასევე მუშაობს ახალ ფლაგმანურ ელექტრო SUV მოდელზე, რომელიც აშშ-სა და ჩინეთის ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი. სალონში Jaguar-ი გადასაკრავებისთვის გამოიყენებს მდგრად მასალებს, მაგალითად, მატყლს, აბრეშუმს, გადამუშავებულ ქსოვილებს, კერამიკის, ქვისა და მინისგან დამზადებულ აქცენტებს.

თუ ჭორებს დავუჯერებთ, Jaguar-ის პატარა SUV-ის ფასი $97,317 – $145,902 დიაპაზონში იქნება, სრული კომპლექტაციის დიდი ფლაგმანური მოდელის კი დაახლოებით $243,171. Jaguar-ის მიზანია, წელიწადში 50,000 – 60,000 მანქანა გაყიდოს.

SUV-ების ტრიოს საფუძვლად დაედება Jaguar-ის ახალი ალუმინის პლატფორმა, რომლის შიდა სახელიც არის Panthera. ექნება ერთი ან ორი ელექტროძრავა 800V ტექნოლოგიით და ბატარეები, რომლებიც შეიძლება Envision AESC-ის მიერ იყოს წარმოებული. არქიტექტურა Magna-სთან თანამშრომლობით შეიქმნა.

მოდელების წარმოება ბრიტანეთში მოხდება და შესძლოა, 2025 წელს ვიხილოთ. იქამდე კი, სავარაუდოდ 2023 წლიდან, ალბათ კამუფლაჟირებული პროტოტიპების ხილვის საშუალება გვექნება.