წარსულში მანქანებზე უკვე რამდენიმე უაზრო საღებავი ვნახეთ, მაგრამ როგორც ჩანს, კიდევ მრავალს ვნახავთ, რადგან კომპანია BASF-თან თანამშრომლობით BMW მდგრადი საღებავების წარმოებას კანალიზაციის წყლისგან გეგმავს.

არ მოგესმათ, დიახ, კანალიზაციისგან. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ BMW და BASF-ი მუშაობენ, რომ მანქანის საღებავებში არსებული ბენზინის შემცველი კომპონენტები ჩაანაცვლონ ორგანული ნარჩენების ნედლეულით, რომელიც ასევე მოიცავს კანალიზაციის წყლის გამწმენდი ქარხნების ბიონარჩენებს.

კომპანიები ირწმუნებიან, რომ გარდა იმისა, რომ შეამცირებს საჭირო წიაღისეულ რესურსთა რაოდენობას, ახალი სისტემა ასევე შეამცირებს იმ გამონაბოლქვს, რაც როგორც წესი, გამოიყოფა ნედლი ნავთობის გადამუშავებისა და ტრანსპორტირებისას. კოროზიისგან ახალი დამცავი და შეღებვის პროცესი CO2-ის გამოყოფას 40 პროცენტით შეამცირებს და გამოიყენებენ BMW-ს ქარხანაში ქალაქ ლაიფციგში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, როსლინის ქარხანაში.

„წიაღისეული ნედლეულის გამოყენების შემცირებით, ერთდროულად შეგვიძლია ბუნებრივი რესურსების კონსერვაცია და CO2-ის გამოყოფის შემცირება“, — აღნიშნავს BMW-ს შესყიდვებისა და მომარაგების ქსელის ხელმძღვანელი იოახიმ პოსტი.