ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Xiaomi აგვისტოში თავის პირველი ელექტრომობილის პროტოტიპს წარმოადგენს.

ელექტრომობილების ბიზნესი Xiaomi-მ 2021 წლის მარტში დაიწყო და განაცხადა, რომ პროექტში თავდაპირველად 1,5 მილიარდ დოლარს ჩადებდა, შემდეგი ათი წლის განმავლობაში კი ინვესტიცია 10 მილიარდ დოლარამდეა. ელექტრომობილს ახლად დაარსებული ქვეკომპანია Xiaomi Auto Co Ltd გამოუშვებს. სათავო ოფისი და ქარხანა პეკინში განთავსდება. წლიურად დაგეგმილია 300 000 ერთეული მანქანის გამოშვება.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ წარმოება 2024 წლამდე არ დაიწყება, პირველ საინჟინრო პროტოტიპს აგვისტოში ვიხილავთ. უცნობია, რამდენად ახლოს იქნება პროტოტიპი ნამდვილ საწარმოო მოდელთან.

გამოცემა CNEV Post-ის ცნობით, დებიუტის შემდეგ, საინჟინრო პროტოტიპი ტესტებს გაივლის, მათ შორის ცივი ზამთრის ტესტებსაც.

Xiaomi-ს ქარხანა პეკინში ორ ეტაპად აშენდება; თითოეული მათგანის წლიური საწარმოო მოცულობა 150 000 მანქანა იქნება. მარტში, ტექნოლოგიური გიგანტის საავტომობილო ბიზნესის კვლევისა და განვითარების გუნდი 1000 ადამიანამდე გაიზარდა და გაფართოებას კვლავ გააგრძელებს ავტონომიური მართვისა და ჭკვიანი სალონის ტექნოლოგიების მიმართულებით.

უცნობია, როგორი დიზაინი ექნება Xiaomi-ს პირველ ელექტრომობილს, მაგრამ სავარაუდოდ, კომპანია სულ მცირე ოთხ სხვადასხვა მოდელზე მუშაობს.