Ford Mustang-ი ნამდვილად არ არის საბუქსირო მანქანა და სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით საინტერესო ეს ეგზემპლარი, რომელიც საბუქსირო ძელით არის აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ Mustang-ს ბუქსირების საშუალებას ერთი მთავარი მახასიათებელი აძლევს: დიზელის ძრავა.

დიახ, დიზელის. 2.3-ლიტრიანი ტურბო ოთხცილინდრიანი ძრავის ან 5.0-ლიტრიანი NA V8-ის ნაცვლად, იუთუბერმა ვესტერნ ჩამპლინმა გადაწყვიტა, რომ მისთვის 5.9-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი დიზელი ჩაეყენებინა. ამ ძრავის ორიგინალი ვერსია 230 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, მაგრამ უცნობია, რამდენს გამოიმუშავებს გარკვეული მასშტაბური ცვლილებების შემდეგ.

შედეგი გახლავთ ფრიად უცნაური ქმნილება, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ნავის ბუქსირება. კვამლი პირდაპირ დიზელის ძრავიდან ამოდის და თან საოცრად ხმაურიანად.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ ძრავის ჩაყენების ძირითადი მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ ეს შესაძლებელია და არა სიჩქარე.