ახალი Toyota bZ4x ავტომწარმოებლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მანქანაა. მიუხედავად იმისა, რომ შეძენილი ავტომობილების მომხმარებლებისთვის მიწოდება სულ ახლახან დაიწყო, ერთი ნაავარიები ეგზემპლარი უკვე Copart-ზე იყიდება.

ეს კონკრეტული bZ4x კაშკაშა წითელი ფერისაა. სამწუხაროდ, ის უკვე ავარიაში მოხვდა, რის შედეგადაც დაზიანდა.

Copart-ის აღწერაში მანქანის ავარიის შესახებ დეტალები მოცემული არ არის, მაგრამ როგორც ფოტოებიდან ჩანს, დაზიანებულია წინა ნაწილი. ელექტრო ქროსოვერს მოცლილი აქვს წინა ბამპერის შიდა ნაწილი და მანქანის სტრუქტურა მოშიშვლებულად ჩანს. საინტერესოა, რომ წინა ბამპერის ზოგიერთი ელემენტი მაინც ადგილზეა.

მანქანის ექსტერიერის სხვა ნაწილების დაზიანება ფოტოებზე არ შეიმჩნევა; სალონში კი შეჯახების შედეგად მხოლოდ საჭის უსაფრთხოების ბალიშია გახსნილი. ნებისმიერ შემთხვევაში, მანქანა საკმაოდ მარტივად შესაკეთებელი იქნება.

ოდომეტრზე ჩანს, რომ მანქანას 968 კილომეტრი (602 მილი) აქვს გავლილი, ანუ უფრო ნაკლები, ვიდრე სამი სრული დატენვით დაფარავდა.