ვარაუდობენ, რომ რესტავრირებული, 1991 წლის Jaguar XJR-15 შემდეგ თვეში აუქციონზე 1,2-1,4 მილიონ დოლარად გაიყიდება.

XJR-15 სახელგანთქმულია იმით, რომ იყენებს იმავე ნახშირბადის ბოჭკოს მონოკოკს, რომელსაც ლე-მანის გამარჯვებული Jaguar XJR-9. ასევე აქვს ნახშირბადის ბოჭკოსა და კევლარის კომპოზიტური ძარის პანელები და იგივე საკიდარი, რაც XJR-9-ს.

აღჭურვილია 6.0-ლიტრიანი ატმოსფერული ალუმინის V12 ძრავით, Cosworth-ის მიერ დამზადებული მუხლა ლილვით და ბარბაცათი, ალუმინის დგუშებით და საწვავის მიწოდების უნიკალური სისტემით, რომელსაც Zytec-ის ელექტრონულად კონტროლირებადი შეფრქვევის სისტემა აქვს. ძრავა დაკავშირებულია ექვს-სიჩქარიან TWR ტრანსმისიასთან, რომელსაც ცილინდრული კბილანები აქვს.

Jaguar-მა XJR-15-ის მხოლოდ 53 ეგზემპლარი გამოუშვა და ეს კონკრეტული მოდელი მათ შორის 27-ეა. სარბოლო მანქანისგან ოდნავ განსხვავდება, რადგან იყენებს ხუთ-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს და თავდაპირველად მას აეროდინამიკურ კვლევებსა და ჰიბრიდული ენერგიის აღდგენის სისტემების კვლევებში იყენებდა Nismo Racing-ის ინჟინერი.

ბოლო პერიოდში მანქანა ავსტრალიაში მოხვდა, ქალაქ მელბურნში, სადა 2015 წელს მას რესტავრაცია ჩაუტარა კომპანია Bespoke Motors-სმა. გასული ოთხი წლის განმავლობაში, მანქანას მრავალი სამუშაო ჩაუტარდა, მათ შორის არის თავდაპირველი ფერის დაბრუნება, რაც 15,000 დოლარზე მეტი დაჯდა. გამოიცვალა ყველა სითხეც, ხელახლა დაიტენა ჰაერის კონდიცირების სისტემა, განახლდა ნახშირბადის გადაბმულობა, დაუყენდა ახალი ღვედები, შუასადებები, აალების სანთლები და 20,000-დოლარიანი საბურავები.

მანქანა აუქციონ RM Sotheby-ზე იყიდება.