სანდოობის რეპუტაციამ Toyota საავტომობილო სეგმენტში გასათვალისწინებელი ძალად აქცია. მაგრამ ეს რეპუტაცია ზოგიერთს შეიძლება უსაფრთხოების ცრუ განცდაში აგდებდეს.

YouTube არხ The Car Care Nut-ის ახალ ვიდეოში, Toyota-ს დიაგნოსტიკური ტექნიკოსი, რომელიც AMD-ს სახელით ჩნდება, გვიჩვენებს, რა ხდება ძრავაში, როდესაც ის Toyota-ს მიერ რეკომენდებულ მინიმალურ მოვლას იღებს, რათა საგარანტიო მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ამის გათვალისწინებით, ზეთს ყოველ 16 093 კილომეტრში ერთხელ ცვლის.

მაგალითისათვის, AMD-მ აიღო 2015 წლის Toyota Camry 290 000 კმ გარბენით და რომლის მფლობელსაც, მისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება სურდა. ის ზედმეტად მზრუნველი იყო და სადილერო პუნქტს მაშინაც აკითხავდა, როდესაც იქ ეუბნებოდნენ, რომ ძრავის ზეთის შეცვლა ყოველი 16 093 კილომეტრის გავლის შემდეგ იყო საჭირო. თუმცა, დილერი ჯიუტობდა და ბოლოს მფლობელიც ნებდებოდა.

დაახლოებით 193,121 კილომეტრის გავლის შემდეგ, Camry-მ ზეთის წვა დაიწყო. თავიდან მხოლოდ ცოტას წვავდა, დაახლოებით ერთ კვარტს (0,946 ლ) ყოველ 1,609 კილომეტრზე, რაც არც ისე საგანგაშო იყო. მას შემდეგ, რაც ოდომეტრზე მაჩვენებელი 241,401 კილომეტრს გადასცდა, მანქანამ ყოველ 1600 კილომეტრზე 3-4 კვარტი (2,83 – 3,78 ლ) ზეთის წვა დაიწყო.

საბოლოოდ, მფლობელმა ამას ვეღარ გაუძლო და AMD-ს სახელოსნოში მივიდა და ძრავა ამოაღებინა. ვიდეოში ტექნიკოსი გვიჩვენებს, ზუსტად რა იწვევდა ზეთის წვას. ნიშნები ორი ცილინდრის კედლებზე გვიჩვენებს, საიდან შეიძლება ჟონავდეს ზეთი დგუშის რგოლებს მიღმა და ხვდებოდეს წვის კამერაში.

ტექნიკოსი ცილინდრის კედლების დაზიანებას დგუშებზე ზეთის კონტროლის შემცირებას უკავშირებს, რაც მისი თქმით, განპირობებულია ზეთის დიდი ხნის განმავლობაში გამოუცვლელობით. დაზიანების შედეგად კი საჭირო გახდა ძრავის ამ ბლოკის მთლიანად გამოცვლა, რაც საკმაოდ ძვირი გამოსავალია.

ამის თავიდან ასაცილებლად, AMD ზეთის გამოცვლას ყოველ 8 000 კილომეტრზე გვირჩევს.