Bentley მონტერეის მანქანების კვირეულის (Monterey Car Week) საკუთარ პროგრამას აქვეყნებს, რომელშიც მრავალი აქტივობაა შესული. ბრენდი წარმოადგენს მანქანებს თავისი წარსულის კატალოგიდან, არასაავტომობილო პროდუქტებს და მთლიანი სახლიც კი ექნება საკუთარი მომავლის საჩვენებლად.

კვირეული 16 აგვისტოს, ლოს-ანჯელესში, მონტერეის ნახევარკუნძულზე დაიწყება და ცოტა იღბლიანს გაუმართლებს, რომ Bentley-ს 30 სხვადასხვა მოდელი ატაროს.


სხვა მონაწილეებთან ერთად, Bentley-ს ხელმძღვანელი ადრიან ჰალმარკი Blower Car Zero-ს გაატარებს — კომპანიის მიერ 1927 წელს გამოშვებულ ერთ-ერთ პირველ კონცეპტუალურ მანქანას.

პირველი წრის შემდეგ, მაღალსიჩქარიან წრეს შეასრულებს 2003 წლის ლე-მანის გამარჯვებული Bentley Speed 8.

103 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ღონისძიებაზე Bentley საერთო ჯამში 103 მანქანას წარმოადგენს. კომპანიამ იქვე იქირავა სახლიც, რომელშიც ვიზიტორებს მიიღებს.

მანქანების კვირეულის ფარგლებში, სტუმრებს ამ სახლში მიიპატიჟებენ ბრენდის ამჟამინდელი ხაზის და სამომავლო ღონისძიებების სანახავად, ასევე მიეცემათ მანქანების ახლოდან დათვალიერების საშუალება.

ეზოში გამოიფინება სხვადასხვა მოდელი, მათ შორის Continental GT-ის, Continental GTC-ის და Flying Spur-ის ვერსიები.

და ბოლოს, 20 აგვისტოს კვირეულს დაასრულებს Bentley-ს შემდეგი შეზღუდული გამოშვების, Batur-ის პრეზენტაცია. მოდელი წარმოდგენას შეგვიქმნის Bentley-ს დიზაინის მომავლის შესახებ, რადგან კომპანია აქტიურად მიემართება ელექტრომანქანების სამეფოსკენ.