2021 წელს, მიუნხენის მოტორშოუზე, BMW-მ წარმოადგინა iX5 Hydrogen — სტანდარტული X5 SUV-ის წყალბადის სათბობ ელემენტზე მომუშავე ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელის წარმოება შეიძლება წელს დაიწყოს, გამოვა მხოლოდ მცირე რაოდენობით. თუმცა, გამოცემა Nikkei Asia-ს ცნობით, უახლოეს წლებში BMW-სგან შეიძლება ვიხილოთ წყალბადზე მომუშავე მასობრივი საბაზრო მოდელები.
კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელმა პიტერ ნოტამ Nikkei Asia-ს განუცხადა, რომ BMW-ს წყალბადის სათბობ ელემენტზე მომუშავე მანქანების წარმოება და გაყიდვა შეიძლება არაუგვიანეს 2025 წლამდე დაიწყოს. მისივე ვარაუდით, პირველი ასეთი ავტომობილი ალბათ SUV-ი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ამ სეგმენტის პოპულარულობას და შეხედულებას, რომ წყალბადის ტექნოლოგია განსაკუთრებით შესაფერისია ძრავის ამ სტილისთვის. ალბათ უნდა დავეთანხმოთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ წყალბადის მანქანების საწვავით შევსებას იმდენივე დრო სჭირდება, რამდენიც ბენზინზე მომუშავეებს და თანაც, გარბენის მანძილს ტემპერატურის ცვალებადობის მიხედვით არ კარგავენ.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა Toyota-სთან თანამშრომლობით შეიქმნება, კომპანიასთან, რომელთანაც BMW უკვე თანამშრომლობს. მათ შორის არის სახელგანთქმული GR Supra, რომელსაც Z4 როდსტერის მრავალი კომპონენტი აქვს. გასათვალისწინებელია, რომ იაპონურ ავტომწარმოებელს უკვე ჰყავს წყალბადის მოდელი, Mirai. უფრო მეტიც, ამ ორმა კომპანიამ წარსულში ერთობლივად უკვე შექმნა წყალბადის მანქანა, BMW 5-Series GT, რომელსაც Toyota-ს სათბობი ელემენტი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ პროტოტიპად დარჩა.
წყალბადის მანქანებს BMW ერთადერთ იმ გზად მიიჩნევს, რომლითაც სრულად ელექტრომობილების ზოგიერთ პრობლემას დაძლევს. კონკრეტულად კი, ნოტა ასახელებს, რომ დასამუხტი ინფრასტრუქტურა ყველგან თანაბრად არ იქმნება და ადვილად ხელმისაწვდომი არ არის წარმოებისათვის საჭირო მასალები.
„ჩვენ მრავალი სხვადასხვა სახის ტექნოლოგიების გვჯერა — ბატარეებიანი ელექტრომობილების, ასევ წყალბადისა და ეკონომიური შიგაწვის ძრავების“, — აღნიშნავს BMW-ს გაყიდვების ხელმძღვანელი.