Mercedes-Benz-ი მომავალი EQE SUV-ის ინტერიერის ფოტოს აქვეყნებს. მანქანის დებიუტი 16 ოქტომბერს შედგება.

გერმანული ავტომწარმოებელი EQE SUV-ს მოიხსენიებს, როგორც „EQE ექსკლუზიური სალონის მრავალფუნქციურ ვარიანტს“. გარდა ამისა, ის უფრო დინამიკური იქნება, ვიდრე უფრო დიდი EQS SUV-ი და უახლესი მოდელი იქნება Mercedes-Benz-ის მუდმივად მზარდ EQ ოჯახში.

EQE SUV-ს ჰიპერანალოგური თემა ექნება და აღჭურვილი იქნება MBUX ჰიპერეკრანით, რომელიც მოიცავს სამ მოზრდილ ეკრანს მინის ერთი ნაჭრის ქვეშ. ამას გარდა, Mercedes-Benz EQE SUV-ს აქვს ტურბინის მსგავსი გარე საჰაერო ხვრელი, ზუსტად სედანის მსგავსად. სალონი ფაქტობრივად EQE სედანის იდენტურია.

EQE SUV-ის მყიდველებს შეეძლებათ ხუთი სხვადასხვა ფერის კომბინაციის არჩევა.

EQE სედანის იდენტური იქნება ძალური აგრეგატის ვარიანტებიც. ანუ, საწყისი დონის EQE SUV-ი გაიყიდება 90 kWh ბატარეებით და უკან ჩაყენებული 288-ცხენისძალიანი ელექტროძრავით. ასევე უნდა ველოდოთ ორძრავიან AWD ვარიანტებს და სულ მცირე ორ AMG-ბრენდირებულ მოდელს. პირველს სავარაუდოდ EQE SUV 43 4MATIC ერქმევა და მის ორ ელექტროძრავას ჯამში 469 ცხენის ძალა ექნება. ასევე მოსალოდნელია EQE 53 4MATIC+, რომელსაც სავარაუდოდ 617 ცხენის ძალა უნდა ჰქონდეს.