2021 წლის Peugeot 5008-ში განახლებები შედარებით მცირეა, მაგრამ ამ SUV-ის შესახებ გარკვეული დეტალები ჯერ მაინც უცნობია. ახალი თაობის მოდელი ძალიან ჰგავს ოდნავ პატარა 3008-ს.
ცვლილებები წინა მხრიდან იწყება, სადაც ნახავთ ახალ, უჩარჩოო ცხაურას, რომელსაც ფარების ქვეშ ერთგვარი „ფარფლები“ აქვს. განახლებულია ფარებიც, არის LED ტექნოლოგიაზე და მოიცავს კაუჭის ფორმის დღის განათებასაც ქრომირებული წვეტით. 5008-ის GT და GT პაკეტებს აქვთ სრული LED ნათურები.
უკანა მხარეს შენიშნავთ ახალ გაბარიტულ ფარებს სრული LED ტექნოლოგიით.
ახალი მოდელი რამდენიმე ფერში იქნება ხელმისაწვდომი.
განახლებები გრძელდება სალონშიც. ფრანგულმა ავტომწარმოებელმა გამოიყენა ინტერიერის საკუთარი უახლესი განლაგება, სახელად i-Cockpit, რომელიც მოიცავს 10-სანტიმეტრიან საინფორმაციო სენსორულ დისპლეის და 12,3-ინჩიან საზომ ხელსაწყოთა ციფრულ ბლოკს. SUV-ს ასევე აქვს პიანინოს კლავიშის სტილის გადამრთველები ღილაკის ფუნქციით — რადიოსთვის, კონდიციონერისთვის, მანქანის პარამეტრებისთვის, ტელეფონისთვის, ავარიული განათებისთვის, მობილური აპლიკაციებისა და ნავიგაციისთვის. მანქანა ხელმისაწვდომი იქნება ინტერიერის რამდენიმე სხვადასხვა კომპლექტაციით.
ახალი 5008 აღჭურვილია რამდენიმე საკვანძო ტექნოლოგიით. მათ შორის არის ღამის ხედვის სისტემა, ადაპტური კრუიზ კონტროლი Stop-and-Go ფუნქციით, ზოლის შეცვლის დამხმარე, საგზაო ნიშნების ამოცნობის სისტემა და ავტომწარმოებლის უახლესი თაობის ავტომატური საგანგებო სამუხრუჭე სისტემა.
ევროპის ბაზრისთვის წარმოდგენილი იქნება ოთხი სხვადასხვა ძალური გადაცემის სისტემა. მათ შორის არის 1.2 ლიტრიანი სამცილინდრიანი ბენზინის ძრავა, 1.6 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ბენზინი, 1,5 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი დიზელი და 2.0 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი დიზელი.
ახალი SUV-ი ევროპის სადილერო პუნქტებში წლის ბოლოს გამოჩნდება.