Toyota-მ Aygo-ს ახალი ვერსია გამოუშვა, სახელად JBL Edition-ი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ აუდიოფილებისთვის ნამდვილად საოცნებო პატარა მანქანაა.

საზომ ხელსაწყოთა ბლოკის თავზე მოთავსებულია JBL-ის მიერ შექმნილი 600-ვატიანი პრემიუმ აუდიოსისტემის 25-მილიმეტრიანი მაღალი სიხშირის ორი დინამიკი, ორი 150-მილიმეტრიანი დინამიკი კი წინა კარებშია ჩამონტაჟებულია. გადამწყვეტ სიტყვას კი სათადარიგო საბურავის ადგილას მოთავსებული 160-მილიმეტრიანი საბვუფერი – ბასების გამომცემი დინამიკი ამბობს. სათადარიგო საბურავის ნაცვლად, მანქანაში ნახავთ საბურავის შესაკეთებელ კომპლექტს.

სასურველ მუსიკას შეგიძლიათ მოუსმინოთ როგორც Apple CarPlay-თ, ისე Android Auto-თი. Aygo JBL Edition-ი აღჭურვილია აუდიომწარმოებლის ენერგიის დამზოგავი ტექნოლოგია GreenEdge-ით. შედეგად, ენერგიის მოხმარება ნახევრით იზოგება.

მანქანა ხელმისაწვდომი იქნება ხუთსიჩქარიან მექანიკურ და ავტომატურ გადაცემათა კოლოფებში. ექნება 15-ინჩიანი ალუმინის დისკები, წინა სანისლე ფარები, ჰაერის ავტომატური კონდიცირება, ნახევრად ტყავის სავარძლები და Toyota-ს მძღოლის დამხმარე სისტემა Safety Sense. გაერთიანებულ სამეფოში ფასი 18,803 დოლარიდან იწყება.