VW Group-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ბერნარდ ოსტერლოჰს სჯერა, რომ 2023 წლისთვის ან უფრო მალე, მის კომპანიას Tesla-ს მსგავსი პოტენციური საწარმოო დონე ექნება — 900 000-დან 1,5 მილიონამდე ელექტრომობილი წელიწადში.

ოსტერლოჰის განცხადებით, Volkswagen-მა შეიძლება ელექტრომიბილების ამერიკულ მწარმოებელს გადაუსწროს კიდეც, რადგან VW-ს უკვე აქვს მოდულარული ელექტრული მართვის მატრიცული პლატფორმა (MEB), რომელზეც მას ნებისმიერი საკუთარი ბრენდის ავტომობილის დაშენება შეუძლია.

„თუ Tesla-ს სამ ქარხანაში 300,000 – 500,000 მანქანის გამოშვება შეუძლია, ჩვენ 900 000-დან 1,5 მილიონამდე ერთეულის წარმოებას შევძლებთ. თანაც, ამ მიზანს 2023 წლამდე მივაღწევთ“, — ამბობს ოსტერლოჰი.

გამოცემა Autonews Europe-ის ცნობით, ოსტერლოჰი ასევე ვარაუდობს, რომ Audi-ს ხელმძღვანელის, მარკუს დიუსმანის მიერ წამოწყებული პროექტის,  Artemis-ის წყალობით, VW Group-ი Tesla-ს ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც დაეწევა.

„მათი უპირატესობა ის არის, რომ უკვე აქვთ საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა მანქანებში და მას მონაცემთა შეგროვებისთვის იყენებენ. მაგრამ თუ ჩვენს სისტემას ჩვენც ჩავუშვებთ ჩვენს მანქანებში, გაცილებით მეტი მონაცემი გვექნება საკმაოდ მოკლე დროში“, — ამბობს VW Group-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელი ბერნარდ ოსტერლოჰი.