Ford-ი ახალი F-150 EV-ის თიზერ ვიდეოს აქვეყნებს და აანონსებს, რომ ახალ მანქანას მიჩიგანის საწარმოში ააწყობს.

საწარმოს Rouge Complex ჰქვია და კომპანიამ მასში 700 მილიონი დოლარის ინვესტიაცია ჩადო; დასრულების შემდეგ, ქარხანაში 300 ადამიანი დასაქმდება და ელექტრო F-150-ის წარმოება 2020 წლის შუა პერიოდში დაიწყება.

მომავალი პიკაპის შესახებ კომპანია ბევრს არაფერს ამბობს, მაგრამ შენიშნავს, რომ ამ მოდელზე ამჟამად მიმდინარეობს ათობით ათასი ზედმიწევნითი ტესტი და მილიონობით სიმულირებული, ლაბორატორიული თუ რეალური ტესტი. Ford-ი ასევე ადასტურებს, რომ პიკაპს ორი ელექტროძრავა ექნება, რომლებიც მანქანას იმაზე მეტ ცხენის ძალას მიაწვდიან, ვიდრე ახლა ხელმისაწვდომ რომელიმე F-150-ს აქვს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ელექტრო F-150 უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე 2020 წლის F-150 Raptor-ი, რომელსაც 3.5 ლიტრიანი EcoBoost V6 ძრავა აქვს 450 ცხენის ძალით. Ford-ი ასევე დებს პირობას, რომ მოდელს ექნება ყველაზე სწრაფი აჩქარება და მძიმე მისაბმელების ბუქსირების უნარი.

კომპანიის მომავალი აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ ფერლის განცხადებით, F-სერიის პიკაპები მუშაობისა და პროდუქტიულობის ხერხემალია მთელ ქვეყანაში. მისივე თქმით, ისინი ახლა ემზადებიან, რომ ააგონ მთელი ამერიკის კონტინენტის ყველაზე პოპულარული მანქანის სრულად ელექტრო ვერსია.