გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის Chevrolet Equinox-ს და GMC Terrain-ს ახალი, 2.0 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი ექნებათ.

არც ისე დიდი ხნის წინ, 2021 წლის Equinox-სა და Terrain-ში General Motors-მა 2.0 ლიტრიან ტურბოძრავაზე უარი თქვა და LTG ბენზინის ძრავით ჩაანაცვლა. 2022 წლის მოდელების 2.0 ლიტრიანი ტურბო კომპანიის LSY ძრავი იქნება, უფრო ნაკლები სიმძლავრით, მაგრამ მეტი ეფექტიანობით.

გამოცემა GM Authority-ის ცნობით, LSY ძრავას 237 ცხენის ძალა ექნება, ანუ იგივე, რაც ასევე ამ ძრავით აღჭურვილ Cadillac XT4-ს აქვს. შედარებისათვის – წინა 2.0 ლიტრიან ტურბო LTG ძრავას 252 ცხენის ძალა ჰქონდა.

Equinox-ისა და Terrain-ის წვის ეკონომიის დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ  თუ GM Authority- დავუჯერებთ, ექნება LTG-ზე უფრო ნაკლები გამონაბოლქვი და უზრუნველყოფს ენერგიის უფრო დახვეწილად მიწოდებას.

2021 წლის მოდელების მსგავსად, 2022 წლის Equinox-სა და Terrain-ის მოდელები ასევე ხელმისაწვდომი იქნება 1.5 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით, რომელიც 170 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Chevrolet-მ Equinox-ის 2021 წლის მოდელი უკვე განაახლა და შესაბამისად, 2022 წლის მოდელის დიზაინიც სავარაუდოდ იგივე იქნება. რაც შეეხება Terrain-ს, როგორც ჯაშუში ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოები მოწმობს, ექნება განახლებული წინა ცხაურა და ახალი წინა ბამპერი განახლებული ჰაერმიმღებებით.