Grand Tour-ის თანაწამყვანმა და The Sunday Times-ის მიმომხილველმა ჯერემი კლარკსონმა გამოცემა News UK-ის მიერ ორგანიზებულ საავტომობილო დაჯილდოებაზე (News UK Motor Awards) თავის ფავორიტი წლის სუპერმანქანა დაასახელა.

ეს პატივი Eagle Lightweight GT-ს ერგო, რომელიც Jaguar E-Type Lightweigh-ის განახლებულ ვერსიას წარმოადგენს. ეს უკანასკნელი თავის დროზე ნამდვილი საავტომობილო განძი იყო, უბერებელი დიზაინით, მდიდრული ინტერიერითა და ნაკლები წონით (1017 კგ).

Eagle Lightweight GT-ი 96 კმ/სთ სიჩქარეს 5 წამზე ნაკლებში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე 273 კმ/სთ-ია და აღჭურვილია 4.7 ლიტრიანი ატმოსფერული ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავით. ძრავას აქვს ალუმინის ბლოკი და Weber-ის სამი კარბურატორი, ავითარებს 380 ცხენის ძალას; დაკავშირებულია ხუთსიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან.

გაერთიანებულ სამეფოში წელიწადში მხოლოდ ორი ეგზემპლარი Eagle Lightweight GT-ი იწარმოება; თოთოეული მანქანის აწყობისთვის 8000 საათია საჭირო.

დაჯილდოების ფარგლებში, კლარკსონმა ასევე დაასახელა წლის სახალხო მანქანა — MINI JCW GP. ეს სუბკომპაქტური ჰეტჩბეკი აღჭურვილია 2.0 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ორმაგი ტურბოძრავით, რომელიც 301 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 100 კმ/სთ-ს 5,2 წამში ავითარებს; მაქსიმალური სიჩქარე 265 კმ/სთ-ია. წელიწადში იწარმოება მხოლოდ 3000 ეგზემპლარი.

გამარჯვებულების სრული სია:

  • ჯერემი კლარკსონის წლის სუპერმანქანა: Eagle Lightweight GT
  • ჯერემი კლარკსონის წლის სახალხო მანქანა: Mini John Cooper Works GP
  • The Sun-ის წლის მანქანა: Vauxhall Corsa-e
  • The Sunday Times Car-ის წლის მანქანა: Porsche Taycan და Volkswagen Golf 8
  • წლის პატარა SUV/ქროსოვერი: Ford Puma
  • წლის დიდი SUV-ი: Volvo XC90 Recharge
  • წლის ქალაქის/პატარა მანქანა: Honda e
  • წლის სპორტული მანქანა: Porsche 911 Turbo S
  • წლის ელექტრომობილი: Porsche Taycan
  • წლის ყველაზე ღირებული მანქანა: Volkswagen Up! GTI
  • წლის ცხელი ჰეტჩბეკი: Audi RS5 Sportback
  • ბრიტანეთში წარმოებული წლის მანქანა: MINI Electric
  • The Sun-ის წლის საოჯახო: Range Rover Evoque
  • The Sun-ის ლეგენდის ჯილდო: Ford Fiesta ST
  • The Sun-ის წლის ვაგონი: Volkswagen Caddy
  • წლის ძაღლებისადმი მეგობრული მანქანა: Land Rover Defender 110
  • წლის საუკეთესო დიზაინის მანქანა: Aston Martin DBX
  • Sunday Times-ის წლის საოჯახო მანქანა: Volkswagen Golf 8
  • წლის სათავგადასავლო მანქანა: Land Rover Defender
  • წლის ავტო ინოვაცია: Polestar Android Auto
  • წლის ავტო პერსონა: ლანდო ნორისი
  • წლის ავტომწარმოებელი: Volkswagen
  • წლის მდიდრული მანქანა: Bentley Flying Spur