Skoda-მ შექმნა აპლიკაცია, რომელიც მანქანის პრობლემებს დიაგნოზს უმარტივესად დაუსვამს. აპლიკაციას Sound Analyser-ი ჰქვია, იწერს დაქოქილი მანქანის ხმას და შემდეგ ბაზაში შენახულ ხმებს ადარებს.
თუ რაღაც რიგზე ვერ არის, აპლიკაცია ამის შესახებ დაუყოვნებლივ მიგითითებთ და 90-პროცენტიანი სიზუსტით გეტყვით, სად ეძებოთ პრობლემა. Skoda-ს განცხადებით, აპლიკაციას შეუძლია ამოიცნოს ათი სხვადასხვა ხმის ნიმუში, მათ შორის – საჭის სისტემის, ჰაერის კონდიცირების კომპრესორისა და გადართვის S-tronic გადაცემათა კოლოფებში.
ამისათვის, აპლიკაცია ჩაწერილ აუდიოფაილს გარდაქმნის სპექტროგრამად, რომელიც აკუსტიკურ სიგნალებს ვიზუალურად გამოსახავს. ამის შემდეგ, ხარვეზების გამოსავლენად, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ფაილს ბაზაში არსებულ ჩანაწერებს ადარებს. უკვე ამის შემდეგ კი ალგორითმი განსაზღვრავს, რა ხარვეზებია და როგორ შეიძლება მათი გამოსწორება.
აპლიკაცია სასარგებლოა როგორც მომხმარებლების, ისე სადილერო პუნქტებისთვის. როგორც Skoda განმარტავს, Sound Analyser-ი მანქანის მოვლას უფრო ეფექტიანს გახდის და შეამცირებს მის შეკეთებაზე დახარჯულ დროს.
Skoda აპლიკაციას საპილოტე პროექტის ფარგლებში 14 ქვეყანაში ტესტავს.
მართალია, აპლიკაცია ამ სახითაც საკმაოდ საინტერესოა, მაგრა, Skoda ამაზე შეჩერებას არ აპირებს და სამომავლო მოდელებში ამ ტექნოლოგიის ინტეგრაციას სპეციალური სენსორების საშუალებით გეგმავს, რომლებიც მუდმივი მოსმენის რეჟიმში იქნება და ხარვეზებსაც დააფიქსირებს.