Bugatti თავის იდუმალი პროდუქტის ახალ თიზერს აქვეყნებს, თავად პროდუქტს კი საზოგადოებას 28 ოქტომბერს წადუდგენს.
უახლეს ფოტოზე ჩანს Bugatti ლოგო თავში, ქვეშ კი წარწერა „what if…?“ (რა იქნება, თუ… ?). იქვე ჩანს ცარცით დაწერილი რიცხვი „0.67“, სულ ეს არის.
ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს წევის კოეფიციენტია (შუბლური წინაღობის კოეფიციენტი), მაგრამ თუ Chiron-ის მახასიათებელთა სიას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ მისი წევის კოეფიციენტი ავტომაგისტრალზე 0.39-ია.
სავარაუდოდ არ იქნება სიჩქარის ახალი რეკორდიც საწარმოო მანქანებისთვის, რაც 540.67 კმ/სთ-ს უნდა უდრიდეს, რადგან SSC Tuatara-ს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 532.7 კმ/სთ-ია. არ უნდა იგულისხმებოდეს არც 0-96 კმ/სთ (0-60 მილი საათში) აჩქარება.
აუცილებელად უნდა გავიხსენოთ Bugatti-ს მიერ თვის დასაწყისში გავრცელებული განცხადება: „კავშირი აერონავტიკას, განსაკუთრებით მსუბუქ და უკომპრომისო სარბოლო მანქანებს შორის Bugatti-ს უკვე 110 წელიწადზე მეტია, ძლიერ აღაფრთოვანებს. და ეს ამბავი ჯერ არ დასრულებულა“.
დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ რბოლაზე ფოკუსირებულ ჰიპერქარს. გავრცელებული ინფორმაციით, შეიძლება ეს იყოს კონცეპტუალური რენდერით, სახელად Vision Le Mans-ით შთაგონებული მანქანა, მაგრამ ერთი რამ აშკარად ცხადია — ის ყველა ვარიანტში წარმოუდგენლად ძვირი და იშვიათი იქნება.