BMW-მ წარმოადგინა X7-ის ახალი, Dark Shadow Edition ვარიანტი, რომელსაც სტანდარტულ მოდელზე ოდნავ მეტი შესაძლებლობები აქვს და გლობალურად მხოლოდ 500 ერთეული გამოვა.
ეს განსაკუთრებული SUV- ცოტა ხნის წინ ავტომწარმოებლის აბუ-დაბის შოურუმში გამოჩნდა და წარმოადგენს xDrive40i მოდელს. ასევე ხელმისაწვდომი იქნება X7 Dark Shadow Edition in M50i ვარიანტი, რომელსაც 523 ცხენის ძალიანი 4.4 ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავი აქვს.
ექსტერიერში გამოირჩევა თირკმლების ფორმის ცხაურა, სახურავის „რელსები“ და ბამპერის გარკვეული ელემენტები. 22-ინჩიანი V-ის ფორმის სხივებიანი დისკები შავ ფერშია გადაწყვეტილი.
სალონში ჭერს ფარავს Nigh Blue Alcantara, ხელსაწყოთა პანელის ზედა ნაწილი, კარები და მკლავის საყრდენები კი Night Blue Nappa ტყავით არის დაფარული. ხელსაწყოთა პანელის ქვედა ნაწილს და სავარძლების ზურგებს ფარავს Black Merino ტყავი.
გამომდინარე იქიდან, რომ ის xDrive40i ვარიანტია, აღჭურვილია 335 ცხენის ძალის მქონე ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავით. ამ კონფიგურაციის წყალობით, ეს BMW X7 96 კმ/სთ სიჩქარეს 5,8 წამში ავითარებს.