წლის დასაწყისში Hyundai-მ მეშვიდე თაობის Elantra წარმოადგინა, მაგრამ საგა ამით არ დასრულებულა, რადგან მას ახალი Elantra N მოჰყვება.
მანქანა Elantra N Line-ის ხაზის სათავეში მოექცევა, ექნება სპორტული ძარა, განახლებული ინტერიერი, სავალი ნაწილები და მძლავრი ძრავა.
სპორტული სედანი ერთი ნაბიჯით მიჰყვება i30 N-სა და Veloster N-ს. აღიჭურვება განახლებული ბამპერებით; წინ დიდი ჰაერმიმღებებით, უფრო განიერი გვერდითა გარსშემომდენებით, უნიკალური დიფუზორით, რომელიც ასევე დატანილია ორი გამოსაბოლქვი მილი.
განახლებებს სალონშიც უნდა ველოდოთ, მაგალითად, სპორტულ სავარძლებს, სპეციალურ გადასაკრავებსა და სხვა მოსართავებს.
გაძლიერებული საკდარი მის მოხვევის უნარებს გააუმჯობესებს, დიდი მუხრუჭები კი უკეთეს გაჩერებას უზრუნველყოფს. სავარაუდოდ, Elantra N აღიჭურვება 2.0 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით, რომელსაც დიდი ალბათობით, i30 N და Veloster N-იც გამოიყენებს. შედეგად, ძრავას 275 ცხენის ძალა ექნება და დაუკავშირდება ორმაგი გადაბმულობის ავტომატურ გადაცემათა კოლოფს; შეიძლება ვიხილოთ ექვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფიც.
უახლეს თიზერში Hyundai აღნიშნავს, რომ Elantra N 2021 წელს გამოჩნდება და სავარაუდოდ, აშშ-ში 2022 წლის მოდელად შევა.