Infiniti ქროსოვერი კუპეების ბაზას თითქმის ოცი წლის წინ, FX-ით გამოემშვიდობა. ამჯერად, სრულიად ახალო QX55-ით, კომპანია ამ მემკვიდრეობას აგრძელებს.
2022 წლის QX55 მომავალი გაზაფხულიდან გაეშვება და აერთიანებს „დინამიკით შთაგონებულ თამამ სტილს“.
მიუხედავად იმისა, რომ მოდელი QX50-ს ეფუძნება, არის უფრო სპორტული და აქვს უფრო მარტივი დიზაინი. წინა მხარეს გამოირჩევა ბადისებრი ცხაურა, რომელსაც აქეთ-იქით ამშვენებს LED ფარები და სპორტული ჰაერმიმღებები შავი აქცენტებით.
თამამი საქარე მინა მკაფიოდ დამრეც სახურავში გადადის. მოდელს ასევე აქვს კომპაქტური გამჭვირვალე ლუქი, გამოკვეთილი სახასიათო ხაზები და სტანდარტული 20-ინჩიანი ალუმინის დისკები. ფანები ასევე შენიშნავენ, რომ ძარის პლასტიკის გარსაკრავი მინიმუმამდეა დაყვანილი.
უკანა ნაწილი QX50-ის კვალს მიჰყვება, მაგრამ აქვს ახალი საბარგულის კარი კუთხური ფანჯრითა და უნიკალური სპოილერით. მოდელს ასევე აქვს „ციფრული პიანინოს კლავიშებიანი“ გაბარიტული ფარები 45 ინდივიდუალური LED-ით. იქვე შენიშნავთ ორმილიან გამოსაბოლქვ სისტემას და Infiniti-ს ლოგოს, რომელიც საბარგულის კარის ღილაკის ფუნქციასაც ასრულებს.
მიუხედავად იმისა, რომ ექსტერიერი უნიკალურია, ამას ვერ ვიტყვით სალონზე. ცოტა არ იყოს უცნაურია, მაგრამ მყიდველებს იქ დახვდება ანალოგური საზომი ხელსაწყოები, იაფფასიანი გადამრთველი და ორის სენსორული ეკრანი, 7 და 8-ინჩიანი. რაც შეეხება ტექნოლოგიებს, QX55 გახლავთ Infiniti-ს პირველი მოდელი, რომელსაც უსადენო Apple CarPlay-ს მხარდაჭერა ექნება.
სივრცის თვალსაზრისით, უკანა სავარძლების მგზავრებს ფეხების მოსათავსებლად 938 მმ სიგრძის ადგილი აქვთ, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია კონკურენტებთან შედარებით.
მეორე რიგის სავარძლებს უკან განთავსებულია 762 ლიტრის მოცულობის საბარგული, რითაც ეს მოდელი BMW X4-სა და Mercedes GLC Coupe-ს ჯობნის, მაგრამ სალონის საერთო სივრცე ჯერ მაინც უცნობია.
სრული დეტალები გაშვებამდე ცოტა ხნით ადრე გახდება ცნობილი, მაგრამ უკვე ვიცით, რომ QX55 წარმოდგენილი იქნება სამი კომპლექტაციით — Luxe, Essential და Sensory. საბაზისო მოდელს სალონში ხელოვნური ტყავის გადასაკრავები ექნება, ალუმინის დეტალები, მონოსახურავი და წინა სავარძლების გათბობა. მაღალი კომპლექტაციის ვარიანტებს კი ექნებათ ნახევრად ანილინის ტყავი, ხის დეტალები და Bose-ის 16-სპიკერიანი აუდიოსისტემა.
ქროსოვერი ასევე აღიჭურვება მძღოლის დამხმარე სისტემებით, მათ შორის — ავტომატური საგანგებო მუხრუჭით, ზოლიდან გადასვლის გაფრთხილებით, ამოსაშლელი დისპლეით და საგზაო ნიშნების ამოცნობის ტექნოლოგიით. მოდელს შეიძლება ასევე ჰქონდეს ProPilot Assist-ის ნახევრად ავტონომიური მართვის სისტემა.
ენერგიას გამოიმუშავებს 2.0 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა ცვალებადი კომპრესიის ტექნოლოგიით. აქვს 268 ცხენის ძალა და 380 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი.
ძრავა დაკავშირებულია უსაფეხურო გადაცემათა კოლოფთან, რომელიც ენერგიას ოთხივე წამყვანი თვლის სისტემას უგზავნის. ეს სისტემა სტანდარტის სახით იქნება აშშ-ისა და კანადის ბაზრებისთვის განკუთვნილ მოდელებზე.
ფასის შესახებ ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, ეღირება QX50-ზე ოდნავ მეტი, რომლის ფასიც 43 500 დოლარიდან იწყება.