Hyundai-ს მომავალ სრულიად ახალი B-სეგმენტის SUV-ს, რომელიც ევროპისთვის იქნება განკუთვნილი, Bayon-ი ერქმევა. ბაზარზე გასვლის შემდეგ, ის ავტომწარმოებლის ევროპის ხაზის ქროსოვერებს შეუერთდება, რომელშიც ასევე შედის Kona, Tucson-ი, Nexo და Santa Fe.

Bayon-ი საბაზისო მოდელი იქნება და ჯაშუშ ფოტოგრაფთა მიერ მალულად გადაღებული კადრებით მის დიზაინზე გარკვეული წარმოდგენა უკვე გვაქვს. ფოტოგრაფებმა აგვისტოში პროტოტიპი დააფიქსირეს.

„Hyundai უკვე ძლიერად არის წარმოდგენილი ევროპის SUV-ების ბაზარზე მოდელების დიაპაზონისა და გაყიდვების წარმატების თვალსაზრისით. SUV-ების ხაზში ახალი, დამატებითი B-სეგმენტის მოდელის გაშვებით ჩვენ ევროპელ მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილების დიდ შესაძლებლობას ვხედავთ“, — ამბობს Hyundai-ს მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი ანდრეს-კრისტოფ ჰოფმანი.

საინტერესოა, საიდან მოდის სახელი Bayon-ი? შთაგონების წყარო გახდა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის ქალაქი ბაიონა. იმის გამო, რომ ის ევროპის პროდუქტი იქნება, სახელის ევროპული ქალაქის დაარქვეს. საფრანგეთის ეს პატარა ქალაქი ატლანტის ოკეანის სანაპიროსა და პირენეის მთებს შორის მდებარეობს. ბრწყინვალე ადგილია მათთვის, ვისაც აფროსნობა და ლაშქრობა უყვარს, რაც „ახალი მოდელის ხასიათშიც ჯდება“.

აღსანიშნავია, რომ ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა Hyundai-მ ახალ მოდელს რომელიმე ქალაქის სახელი დაარქვა. ამის მაგალითია ტუკსონი (არიზონის ქალაქის მიხედვით), სანტა ფე (ნიუ-მექსიკოს ქალაქი) და კონა (ჰავაის დიდი კუნძულის რაიონი).

Bayon-ის შესახებ მეტ დეტალს Hyundai უახლოს მომავალში გაგვაცნობს.