McLaren-ი ადასტურებს, რომ მის შემდეგი თაობის სუპერქარს, რომელიც ბაზარზე 2021 წლის პირველ ნახევარში გავა, Artura ერქმევა.
Artura მოახდენს ახალი, კომპაქტური ორმაგი ტურბოჩაბერვიანი V6 ბენზინის ძრავის დებიუტს, რომელიც ელექტროძრავასთან ერთად იმუშავებს. კომპანიის განცხადებით, ასეთი ჰიბრიდული სისტემა მანანას ისეთივე მწარმოებლურობას მიანიჭებს, როგორსაც V8 ძრავები.
რა თქმა უნდა, Artura-ს მხოლოდ ელექტრორეჟიმით მართვაც შესაძლებელი იქნება; McLaren-ის განცხადებით, ამ რეჟიმში სვლის მანძილი საკმარისი იქნება, რათა ქალაქში საშუალოდ ერთი დღის განმავლობაში ვიმოძრაოთ.
„Artura-ში ყოველი დეტალი ახალია, პლატფორმის არქიტექტურით დაწყებული, მაღალი კლასის ჰიბრიდული სისტემის ყოველი ნაწილით დამთავრებული, ასევე ექსტერიერის სხეული, ინტერიერი და მართვის მოწინავე ინტერფეისი. სრულად არის ჩადებული ჩვენი ათწლეულების განმავლობაში ნაგროვები გამოცდილება, რომლითაც სუპერმსუბუქ სარბოლო თუ საგზაო ტექნოლოგიებს ვამზადებთ“, — ამბობს McLaren-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკ ფლევიტი.
გარდა ამისა, ეს პირველი მანქანა იქნება, რომელიც პლატფორმის ამ სრულიად ახალ არქიტექტურაზე დაშენდება; ის ელექტრიფიკაციაზეა მორგებული და დამზადებულია ბრიტანეთში, ავტომწარმოებლის ნაწილების ტექნოლოგიურ ცენტრში.
იმისათვის, რათა ჰიბრიდული სისტემა ზედმეტი მასისგან დაეცვა, ბრიტანულ,ა ბრენდმა ტექნოლოგიები დაზოგა სავალ ნაწილში, ძარასა და ძალურ აგრეგატში.
ამ დროისათვის უცნობია ძალური გადაცემის სისტემისა და მწარმოებლურობის ზუსტი რიცხვების შესახებ, მაგრამ თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, ელექტრიფიცირებული ორმაგი ტურბო V6 ძრავა დატენვადი ჰიბრიდი იქნება 600-ზე მეტი ცხენის ძალით, სრულად ელექტრორეჟიმში სვლის მანძილი კი 32 კმ.
როგორ მოგწონთ სახელი Artura?