2021 წლის Lamborghini Huracan STO-ს ოფიციალურ დებიუტამდე, იტალიური ავტომწარმოებელი ჯაშუშმა ფოტოგრაფებმა გამოიჭირეს. კომპანია მანქანის პროტოტიპს ყოველგვარი კამუფლაჟის გარეშე, თვალწარმტაცი გადასაკრავებით შემოსილს ტესტავდა.

Huracan STO-ს დაანონსებისას, Lamborghini-მ დაადასტურა, რომ მომხმარებლებს მანქანის პრესონალიზაცია Ad Personam პროგრამით შეეძლებათ; მათ შორის იქნება ფერიც. პირველადი საჩვენებელი მანქანა ლურჯისა და ნარინჯისფერის კომბინაციით არის გადაწყვეტილი, მაგრამ ქუჩაში დაფიქსირებული ეგზემპლარი გაცილებით დამაინტრიგებელია.

ეს კონკრეტული Huracan STO იტალიის ქალაქ მოდენას სიახლოვეს ფოტოგრაფმა ვალტერ ვაირმა დააფიქსირა; მანქანა თვალისმომჭრელ რუხ ფერშია გადაწყვეტილი, აქვს რამდენიმე ღია მწვანე აქცენტი და ვინილი ფარებს ქვემოთ, წინა და უკანა საბურავის თაღზე, საბარგულის სახურავის გარკვეულ მონაკვეთებზე და უკანა ფრთის დაბოლოებებზე. კაშკაშა მწვანეშია გადაწყვეტილი წინა გამყოფი და უკანა ბამპერის ნაწილიც.

ასევე ჩანს ნახშირბადის ბოჭკოს რამდენიმე ნაწილი, მათ შორის სავენტილაციო ცხაურა წინა ბორბლების თაღებზე, კაპოტის სავენტილაციო ხვრელები და უკანა „ზვიგენის ფარფლი“.

Huracan STO-ს დიზაინის შთაგონების წყაროდ Lamborghini-მ პირდაპირ აიღო სარბოლო მანქანა Super Trofeo Evo. აეროდინამიკის ახალი ნაწილები ჰაერის დინების თვალსაზრისით 37 პროცენტით უფრო ეფექტიანია და 53 პროცენტით უფრო ძალისმიერი, ვიდრე Huracan Performante-ში და შესაბამისად, ეჭვგარეშეა, რომ ახალი Huracan STO კიდევ უფრო მძლავრი იქნება სარბოლო გზაზე.

ასეთი გასაოცარი ძარის მიღმა იმალება 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავა, რომელიც 631 ცხენის ძალას და 565 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს; ძრავა დაკავშირებულია ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან, რომელიც ენერგიას უკანა თვლებს აწვდის.