ავტორაიდერი
მათთვის, ვისთვისაც მართვა სიამოვნებაა!ავტორაიდერი წარმოადგენს ახალ ბრენდს საავტომობილო სფეროში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და სერვისს. ავტორაიდერი საქართველოში გერმანული წარმოების საცხებ-საპოხი საშუალებების, პრემიუმ კლასის ბრენდის – ევროლუბის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია. ავტორაიდერი მომხმარებელს სთავაზობს ევროლუბის როგორც მსუბუქი ავტომობიულების ძრავის ზეთებს, ასევე მაღალი დატვირთვის ინდუსტრიულ ზეთებს.
ბრენდის შექმნის ისტორია:
ავტორაიდერი ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი საწარმოს შპს “ავიასაწვავსერვისის” შვილობილი კომპანიაა. ავიასაწვავსერვისი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში საჰაერო ხომალდების მართვას საწვავით. სწორედ აღნიშნულმა საწარმომ მოიზიდა “ბრითიშ პეტროლიუმი” და იმ პერიოდში განხორციელებული ინვესტიციებით 1996-1997 წლებში თბილისის აეროპორტში შეიქმნა თანამედროვე საავიაციო საწვავის ბაზა. ასევე შეიქმნა ახალი საწარმო “ეარ ბიპი ჯორჯია”.
2002 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ბიპისთან, რომლის თანახმადაც შპს „ავიასაწვავსერვისს” მიეცა ექსკლუზიური უფლება განეხორციელებინა ბიპის ზეთების იმპორტი და დისტრიბუცია საქართველოში. ბიპისთან 18 წლიანი წარმატებული პარტნიორობის შედეგად, ბიპის პროდუქცია საავტომობილო და ინდუსტრიული ზეთების უმაღლეს ხარისხთან ასოცირდება.
საწარმოს შემდგომი განვითარებისთვის, ევროპული და მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქციის საქართველოში შემოტანის მიზნით, შეიქმნა შპს “ჯიოილი”, იგივე ავტორაიდერი, რომელიც დღეს უმაღლესი ხარისხის მსოფლიო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია.