GMC-ის სრულად ელექტრო Hummer EV-ის ამაღელვებელი პერიოდი უდგას, ახლოვდება 2021 წლის Sierra 1500-ს დებიუტის დროც; ამასობაში კი კომპანიის აგრესიული პიკაპის დამაინტრიგებელი რენდერი ვრცელდება.
სურათი Instagram-ზე GM Design-მა გამოაქვეყნა და მისი ავტორია ნათან ზაბარსკი, რომელიც General Motors-ის კრეატიულ დიზაინერად 2017 წლიდან მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ რენდერი ისეთ კონკრეტულ GMC მოდელს არ ასახავს, რომლის წარმოებაც უახლოეს მომავალში დაიწყება, მაინც საკმაოდ შთამბეჭდავია.
პიკაპი ერთი შეხედვითვე გამოირჩევა აგრესიული წინა ბამპერის წყალობით, რომელიც ასევე მოიცავს L-ის ფორმის დიდ ფარებს. ტრადიციული ცხაურას ნაკლებობა მიუთითებს, რომ მანქანას სრულად ელექტრო ძალური აგრეგატი ექნება. მოდელს ასევე აქვს უხეში წინა ბამპერი ორი საბუქსირო მისაბმელით.
მიუხედავად იმისა, რომ პიკაპის მხოლოდ ერთი ფოტო გამოქვეყნდა, ვხედავთ, რომ მას ასევე აქვს ბორბლების მართკუთხა, შავი თაღები და ვერცხლისფერსა და შავში გადაწყვეტილი დისკები. ასევე ჩანს ორი ფრთის სარკე.
მართალია, GMC Hummer EV-იც GM-ის მიერ ბოლო დროს გამოშვებული პიკაპია, მალე მას რამდენიმე ახალი ელექტრო სატვირთო დაუმშვენებს გვერდს, მათ შორის იქნება Silverado EV და GMC Sierra EV.
მომავალი GMC Sierra EV-ის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ ის სრული ზომის პიკაპი იქნება და არ იქნება Hummer EV-ის მსგავსად ოფროუდზე ორიენტირებული.