Audi-ს განცხადებით, TT RS სპორტული მანქანა მალე აშშ-ის ბაზარს დატოვებს, მაგრამ იქამდე, მის სპეციალურ გამოშვებას ვიხილავთ. ის ხუთ სხვადასხვა ფერში იქნება ხელმისაწვდომი, რითაც 1980-იანი წლების Ur-Quattro-ს მიაგებს პატივს; ექნება მისი ლეგენდარული ხუთცილინდრიანი ძრავა.

2022 წლის Audi TT RS Heritage Edition-ი მხოლოდ 50 ეგზემპლარად გამოვა და 10-მანქანიან ხუთ სხვადასხვა ჯგუფად დაიყოფა, რომელთაგან თითოეული ფერთა ექსკლუზიურ კომბინაციაში იქნება.

შეზღუდული რაოდენობის მოდელს ასევე აქვს უამრავი სტანდარტული აღჭურვილობა. TT RS Heritage Edition-ი დგას 20-ინჩიან დისკებზე და აღჭურვილია სპორტული გამოსაბოლქვი სისტემით, ექსტერიერის Alu-Optic პაკეტით, ელექტრო სპოილერით და OLED უკანა გაბარიტული ფარებით.

სალონში ნახავთ RS-ლოგოიან ხალიჩებს კონტრასტული ნაქარგებით, 280 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარეს, ალკანტარას საჭეს და გადამრთველ ბერკეტს. შესაბამისად, მძღოლმა უკვე იცის, რომ რაღაც ექსკლუზიურს მართავს.

რაც შეეხება ძალურ აგრეგატს, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. TT RS-ი აღჭურვილია 2.5-ლიტრიანი ტურბოჩაბერვიანი ძრავით, რომელიც 394 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ენერგიას ის ოთხივე თვალს შვიდსიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის ავტომატურ გადაცემათა კოლოფით უგზავნის; 0-96 კმ/სთ სიჩქარეს მოდელი სულ რაღაც 3,4 წამში ავითარებს.

მართალია, 2022 ბოლო წელია TT RS-ისთვის, მაგრამ კუპეს TT და TTS ვერსიები გაყიდვაში ცოტა უფრო დიდხანს დარჩება, ვიდრე თანდათან სრულად ელექტრომობილებად გარდაიქმნება.

2022 წლის Audi TT RS Heritage Edition-ი და TT RS-ი აშშ-ის შოურუმებში მომავალ წელს გამოჩნდება. ფასი 85,350 დოლარიდან დაიწყება.