ყოველი Bugatti Chiron შთამბეჭდავია, ხოლო Super Sport-ი კი, რომელსაც 273 ცხენის ძალა აქვს, იმის ბრწყინვალე მაგალითია, რამდენად სრულყოფილია ფრანგული სუპერქარი.

Bugatti-მ Chiron Super Sport-ი წლის დასაწყისში გამოუშვა, როგორც 2019 წლის რეკორდული Super Sport 300+ის (აქვს 490 ცხენის ძალა) ოდნავ უფრო მაღალი კლასის ვარიანტი. ჩვეულებრივი Super Sport-ი 60 ეგზემპლარად გამოვიდა, 300+ კი 30 ეგზემპლარად.

ოქტომბრის დასაწყისში, საავტომობილო მედიის რამდენიმე იღბლიან წარმომადგენელს გაუმართლა და Super Sport-ის მოსინჯვის შანსი მიეცა. ერთ-ერთი მათგანი იყო DriveTribe-ის ჟურნალისტი ბენ კოლინზი. კოლინზი შეიძლება Top Gear-დან გახსოვდეთ სტიგის სახელით, ანუ ის ზუსტად შეარჩიეს იმის შესამოწმებლად, თუ რა შეუძლია ამ მანქანას. კოლინზს ტესტირებისას გვერდით ახლდა Bugatti-ს ტესტ-დრაივერი ენდი უოლასი.

კოლინზმა Chiron Super Sport-ი გარკვეულწილად მთის გზებზე ატარა, სადაც მან შეამოწმა არა მხოლოდ მანქანის სწორ გზაზე სვლის უნარი, არამედ მოსახვევებში შესვლაც. მიუხედავად იმისა, რომ კოლინზს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მძლავრი მანქანები ჰყავს ნატარები, ის გაზის პედალზე მხოლოდ წამიერად აბიჯებს და ავითარებინებს მთლიან 1578 ცხენის ძალას, რომელსაც 8.0-ლიტრიანი ოთხმაგი ტურბო W16 ძრავა გამოიმუშავებს.

საბოლოოდ, მან დაასკვნა, რომ Chiron Super Sport-ს არა მხოლოდ ექსტრაორდინარული პერფორმანსი აქვს, არამედ ძლიერ ადვილად სამართავია საკუთარ ლიმიტებშიც კი, რაც ძალიან დიდი კომპლიმენტია, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მძლავრია ის.