Bentley-მ Continental GT-ის და GTC-ის S დიაპაზონი წარმოადგინა, რომელიც ფოკუსირებულია სპორტულ დიზაინსა და მართვის სიამოვნებაზე, მიჰყვება კომფორტზე ორიენტირებულ Azure კომპლექტაციის გზას.

Bentley Continental GT და GTC S ჩვეულებრივი ვარიანტებისგან გამოირჩევიან ექსტერიერის შავი ელემენტებით, განსხვავებული დისკებით და ფრთებზე დატანებული S ემბლემით. შავად არის ქრომირებული ცხაურა, ფარებისა და გაბარიტული ფარების ზოლები, გვერდითა გარსშემომდენები, უკანა დიფუზორი, ოთხი გამოსაბოლქვი მილი. ორ ფერშია გადაწყვეტილი სალონი.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, ასო S უფრო რაღაც სპორტულზე მიანიშნებს, GT და GTC S ექსტრა პერფორმანსს არ გვთავაზობს. ხელმისაწვდომია მხოლოდ V8 ძრავებით, ალბათ იმიტომ, რომ არ მოხდეს აღრევა W12-ით აღჭურვილ Speed ვარიანტთან. ორმაგი ტურბო 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა 542 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც მანქანას 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარების საშუალებას 4 წამში აძლევს. ერთადერთი ცვლილება უფრო მაღალი ხმაა, რაც სპორტული გამოსაბოლქვი სისტემის დამსახურებაა. S კომპლექტაციაში ასევე სტანდარტის სახით არის განივი დახრის საწინააღმდეგო სისტემა Bentley Dynamic Ride 48V, რომელიც აუმჯობესებს მართვას და ზრდის კომფორტს.

მოდელების ფასს Bentley ჯერ არ ასახელებს, მაგრამ სავარაუდოდ, ისინი ოდნავ უფრო ძვირი ეღირება, ვიდრე V8-ით აღჭურვილი ჩვეულებრივი Continental-ი.