სპეციალურად იაპონიის ბაზრისთვის, BMW-მ 8-Series Gran Coupe შექმნა, რომელსაც Collector’s Edition-ი უწოდა.
8-Series Gran Coupe Collector’s Edition-ი ხელმისაწვდომია 840i Gran Coupe-ის კომპლექტაციით, ანუ აქვს ტურბოჩაბერვიანი 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავა 335 ცხენის ძალით.
მანქანა ოთხ სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი. სტანდარტის სახით აქვს M Sport პაკეტი, 20-ინჩიანი 729 M ორფერი დისკები და ტყავის სალონი ალკანტარას ჭერით.
Collector’s Edition-ის შეძენა იაპონელ მომხმარებელს 15 მილიონ იენად, ანუ 145 000 ევროდ შეეძლება. ამ ეტაპზე BMW არაფერს ამბობს იმის შესახებ, იქნება თუ არა მოდელის წარმოება შეზღუდული.
სხვა ბაზრებზე 840i Gran Coupe აღჭურვილია უკანა წამყვანი თვლების სისტემით, რვასიჩქარიანი Steptronic გადაცემათა კოლოფით და 100 კმ/სთ-ს 5,2 წამში ავითარებს; xDrive სრული ამძრავის მქონე კონფიგურაციაში ეს მაჩვენებელი 4,9 წამია. ორივე მოდელში მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია.
რა თქმა უნდა, 8-Series Gran Coupe ხელმისაწვდომია სხვადასხვა კომპლექტაციების სახით; დიაპაზონის თავში დგას M8 Competition Gran Coupe 4.4-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავით, რომელსაც 616 ცხენის ძალა აქვს.