BMW-მ კრიტიკის ქარცეცხლში გამოიარა მას შემდეგ, რაც უზარმაზარი ცხაურები დაუყენა ისეთ მოდელებს, როგორებიც არის 4-Series, X7, iX და i4. თუკი შემდეგი თაობის 7-Series-ისთვის მალულად გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით ინტერნეტში გავრცელებულ რენდერებს დავუჯერებთ, მათი ცხაურები კიდევ უფრო „გიჟური“ იქნება.

ძნელი გამოსაცნობი არ არის, რატომ სურს BMW-ს მისი დიზაინის ყველაზე გამორჩეული მახასიათებლის კიდევ უფრო გამოკვეთა. უბრალოდ უცნაურია, რატომ სურს ამდენ ადამიანს ძველი ცხაურების დაბრუნება.

თუმცა, კონკრეტულად რომლების? როდესაც BMW-ს ძველ კატალოგებს ათვალიერებ, ხვდები, რომ უახლესი ცხაურების დიზაინი უბრალოდ ერთ-ერთი უახლესია თირკმლის ფორმის მუდმივად ფორმაცვალებად ამ მახასიათებელში.

დასაწყისი

BMW-ს პირველი მანქანებს თირკმელი-ცხაურები არ ჰქონდათ. BMW 3/15 ლიცენზიით შექმნილი Austin 7 იყო და ჰქონდა მხოლოდ ვერტიკალური რადიატორი ცხაურა ქრომის სქელი წახნაგებით.

თირკმლის ფორმა პირველად 1933 წელს გამოჩნდა 303-ში. ისინი უზარმაზარი იყო. შეხედეთ და უახლესი 4-Series მოდელები უბრალოდ აღარ გაგაკვირვებთ.

1936 წელს, 326 სედანსა და 328 სპორტულ მანქანაში თირკმელი ცხაურები ერთმანეთისგან უფრო მკაფიოდ გაიმიჯნა ოდნავ ბანანის ფორმაც მიიღო, რათა მორგებოდა ახალ, აეროდინამიკურ ძარას. შემდეგი 25 წლის განმავლობაში ისინი თითქმის უცვლელი დარჩა.

უმეტესად უცვლელი, მაგრამ არა მთლიანად. ომის შემდეგ, BMW-ს სათავო ოფისი მიუნხეში ჰქონდა, მისი საწარმო აიზენახში, რუსეთის კონტროლირებად აღმოსავლეთ გერმანიაში მოექცა. რუსებმა მისი მუშაობა გააგრძელეს და დიზაინშეცვლილი 326 გამოუშვეს ძალიან განსხვავებული ჰორიზონტალური ცხაურით, მანქანას 340 უწოდეს. თავდაპირველად მანქანებს BMW-ს ლოგო ჰქონდა, ვიდრე მიუნხენმა კანონის ძალით არ შეაცვლევინა სახელი და მას უკვე EMW უწოდეს. სახელები უკვე აღარავის აბნევდა.

არც რადიატორი, არც ცხაურა

1950-იან წლებში, BMW-ს მრავალ მანქანას არანაირი ცხაურა არ ჰქონდა. მინი-მანქანა Isetta, მისი დიდი ძმა და ცოტა ნაკლებად უცნაური 700, აღჭურვილი იყო უკან ჩამონტაჟებული, გაგრილების სისტემის მქონე BMW-ს მოტოციკლის ძრავებით, შესაბამისად, რადიატორის ცხაურები საჭირო აღარ იყო და კომპანია მათ უბრალოდ, დეკორაციის სახით არ ამატებდა.

თირკმლის ფორმის სტანდარტული ცხაურები BMW-ს მანქანებს 1950-იანი წლების შემდეგაც კი არ ჰქონდათ. მაგალითად, სპორტულ 507-ს ის მარცხნივ ჰქონდა, 501 სედანს კი მარჯვნივ.

უცნაურად გაგრძელდა მოვლენები 1960-იან წლებშიც. ერთი მხრივ იყო 1961 Neue Klasse – პირველი თანამედროვე სპორტული BMW სედანი, რითაც ეს კომპანია შედგა ისეთად, როგორსაც დღეს ვიცნობთ, მეორე მხრივ კი დაიბადა ამჟამინდელი BMW-ს სახე შედარებით მოკლე, განიერი, თირკმლების ფორმის ორი ცხაურა.

1965 CS კუპეს (ზემოთ ფოტოზე) უფრო გრძელი ცხაურა ჰქონდა, 1968 წლის BMW-Glas 3000 V8-ს ის საერთოდ არ გააჩნდა და ჰქონდა მხოლოდ პროპელერის ნიშანი; მის პატარა ძმა Glas GT-ს კი (ქვემოთ ფოტოზე) თირკმლის ფორმის ცხაურა ასე თუ ისე მაინც ჰქონდა.

ფერებს დამთხვეული ცხაურები

მიუხედავად იმისა, რომ Glas GT-ის ცხაურები მეტნაკლებად წააგავდა ამჟამინდელ დიზაინს, თირკმლის ფორმის ცხაურები დიზაინის ნაწილად BMW-მ მხოლოდ 1970-იანი წლებიდან მიიღო. 1972 წლის Turbo Concept-ის ცხაურები ბამპერის დიზაინის ნაწილი იყო, რაც 1978 წელს საწარმოო მანქანა M1-ში, E31 8-Series coupe-ში, ათი წლის შემდე კი Z1-ში გამოჩნდა. 2000-წელს კი ვიხილეთ 507-ით შთაგონებული Z8.

ზოგჯერ BMW თირკმელი ცხაურების ფორმით რაღაცას გვეუბნება მანქანის შესახებ. როდესაც მან 1993 წელს 5-Series ხაზისთვის 3.0- და 4.0-ლიტრიანი V8 ძრავები შექმნა, მოდელები ძლიერ V-ის ფორმის თირკმლებით აღჭურვა, რათა ვიზუალურად განსხვავებულიყვნენ უფრო იაფი ოთხ და ექვსცილინდრიანი მანქანებისგან.

შინაგანის გამოძახილი

უფრო ბოლო პერიოდში კი ამავეს აკეთებს თირკმელი-ცხაურების მასალა. i3 და i8 ელექტრომობილებს ცენტრში სოლიდური ცხაურა აქვთ, M Performance-ის ზოგიერთ მოდელს კი ფორებიანი ცხაურები; უახლეს M3 და M4-ს ტრადიციული ვერტიკალური ფირფიტების ნაცვლად, ჰორიზონტალურები აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ საწარმოო მოდელში ჯერ არ გვინახავს, ის ფაქტი, რომ BMW-მ რამდენიმე კონცეპტში უკვე გვაჩვენა ერთმანეთს შერწყმული თირკმლები, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ წინ უფრო რადიკალური ცვლილებებია.

თუმცა, ეს შეიძლება ყველა მოდელს არ შეეხოს. 2021 წელს ძლიერ არათანმიმდევრული ჩანს BMW-ს მიერ გიგანტური ცხაურების გამოყენების სტრატეგია. უახლესმა 4-Series-მა შარშან უზარმაზარი ცხაურა მიიღო, მაგრამ ამ თვეში გამოჩენილ 2-Series-ს გაცილებით პატარა და კონსერვატიული დიზაინის ცხაურა აქვს.

თქვენ რას იტყვით? მოგწონთ BMW-ს ეს სტრატეგია თუ უფრო განსხვავებული ხედვა გაქვთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.