ფოტოზე ხედავთ BMW M2-ის სატესტო მოდელს, რომელიც შვედეთში, სატესტო გზაზე შენიშნეს; როგორც ხედავთ, მანქანას გამოსაბოლქვი მილები არ აქვს.

როგორც ჩანს, იდუმალი სატესტო მანქანა შიგნით ბატარეებსა და ელექტრო ძალურ აგრეგატს მალავს; ამ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს საბარგულზე მიკრული სტიკერი, რომელიც მიანიშნებს, რომ BMW მაღალი კლასის ელექტრომობილზე მუშაობს; არ არის გამორიცხული, ის ელექტრო M მოდელიც იყოს.

ამ დროისთვის უცნობია, რას ტესტავდა BMW, მაგრამ ფოტოზე ნაჩვენები სატესტო მანქანის მაღალ საექსპლუატაციო მახასიათებლებზე მიუთითებს მასიურ ნახშირბად-კერამიმის მუხრუჭებიც. სატესტო ავტომობილს ასევე აქვს განსხვავებული კაპოტი სულ მცირე სამრიგიანი სავენტილაციო ცხაურით და საბარგული უფრო დიდი და გამოკვეთილი, ინტეგრირებული სპოილერით.

ფართო და სრულიად ბრტყელი ჩანს მანქანის ძირი, რომელსაც აკლია უკანა დიფუზორი, სადაც როგორც წესი, M2-ს გამოსაბოლქვი მილები უნდა ჰქონდეს. მოდელის ნამდვილი ბუნების დასამალად, სატესტო მანქანაში BMW-მ M2-ის ძარა გამოიყენა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რასაც არ უნდა მალავდეს ბავარიული კომპანია, ის ნამდვილად სწრაფი მანქანა იქნება.

ცნობილია ისიც, რომ კომპანია M2-ის შემდეგი თაობის გამოშვებასაც აპირებს. კამუფლაჟებით დაფარული პროტოტიპები ტესტირებისას რამდენიმე ადგილას დააფიქსირეს; მოდელებს უკანა წამყვანი თვლების პლატფორმები ჰქონდათ.

შემდეგ M2-ს სავარაუდოდ ექნება M3/M4-ის ტურბო ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავა, დიდი ალბათობით უფრო ნაკლები სიმძლავრით, რათა BMW-ს M ხაზში რაიმე არეულობა არ მოხდეს. ახალი მოდელი აღიჭურვება როგორც მექანიკური, ისე ავტომატური გადაცემათა კოლოფებით.