BMW M4, Mercedes-AMG C63 და Audi RS5 დიდებული კომპაქტური პრემიუმ კუპეებია გამორჩეული შესრულებით, მაგრამ რომელი მათგანი ლიდერობს, როდესაც მათ ერთმანეთის წინაშე დააყენებთ?

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ Audi-ს Quattro ოთხივე წამყვანი თვლის სისტემა უძლეველია. ზოგის აზრითაც, Mercedes-ის ორმაგი ტურბო V8 ძრავა უბრალოდ უზენაესია, სხვები კი BMW-ს უბრალოდ იმიტომ იცავენ, რომ ის ნამდვილად ყველაზე სახალისოდ სამართავია.

რა თქმა უნდა, ეს არგუმენტები კითხვაზე პასუხს ვერ სცემს და შესაბამისად, მოქმედების დროა. ამას იხილავთ ვიდეოში, რომელიც ფოკუსირებულია მხოლოდ სწორ ხაზზე მართვაში და ტესტავს მუხრუჭებსაც. თუმცა, იქამდე გავეცნოთ მონაცემებს. დავიწყოთ Audi-თ, რომელიც იყენებს ორმაგ ტურბო 2.9-ლიტრიან V6 ძრავას 444 ცხენის ძალითა და 600 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტით. 0-100 კმ-სთ სიჩქარეს ის 3,9 წამში ავითარებს და RS Dynamic Package-ის ვარიანტს მაქსიმალური სიჩქარე 280 კმ/სთ აქვს.

მეორე მხრივ, C63 S-ს, რომელიც წინა თაობის C-Class-ის ხაზის მწვერვალია, აქვს 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავა 503 ცხენის ძალითა და 700 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტით. 0-100 კმ-სთ სიჩქარეს ის 3,9 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 290 კმ/სთ-ს შეადგენს.

 

რაც შეეხება ახალ M4 Competition-ს, ის 3.0-ლიტრიან ორმაგ ტურბო ექვსცილინდრიან ერთრიგა ძრავას იყენებს, რომელსაც 503 ცხენის ძალა და 650 600 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი აქვს. 0-100 კმ-სთ სიჩქარეს ის 3,9 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 290 კმ/სთ-ია.

სწორ ხაზზე სიჩქარის თვალსაზრისით, ქაღალდზე ისინი თითქმის ერთნაირი ჩანს. ერთნაირია 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარების დროც. და მაინც, თქვენი აზრით, რომელი მოდელი აჯობებს ამ რბოლაში? უყურეთ ვიდეოს და ისიამოვნეთ.