გამონაბოლქვის სამომავლო რეგულაციებმა ავტომწარმოებლებს ახალი მიზნების მიღწევა გაურთულა, რამდენიმე ბრენდმა საკუთარი ხაზიდან დიზელის ძრავების ამოღება დაიწყო.
ამის უახლესი მაგალითია BMW, რომელიც 2-Series კუპესა და კაბრიოლეტს ბრიტანეთში დიზელის ძრავებით აღარ ყიდის.
გამომდინარე აქედან, ორკარიანი პრემიუმ სუბკომპაქტური მოდელები მხოლოდ ბენზინის ძრავით არის ხელმისაწვდომი. გამოცემა Autocar-ის ცნობით, შეწყდება 218i (აქვს 1,5 ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავა) და M240i მოდელების წარმოება (აქვს 3.0 ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავა).
უკანა წამყვანი თვლების მქონე 2-Series მანქანები ერთადერთი არ არის BMW-ს ხაზში, რომელთა წარმოებაც შეჩერდება. ევროპაში ამოღებულია M50d ძრავზე მომუშავე X5, X6 და X7 SUV-ებიც. შთამბეჭდავი, ოთხმაგი ტურბოჩაბერვიანი 3.0-ლიტრიანი ძრავის ამოღება კომპანიამ რამდენიმე თვის წინ აღნიშნა საბოლოო ეგზემპლარის გამოშვებით; ძრავა 394 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, X5-ს 100 კმ/სთ-ს 5,2 წამში ავითარებინებდა და მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ ჰქონდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გერმანულმა ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ ამ ძრავზე მომუშავე მოდელები მხოლოდ რუმინეთში გაუშვას.