Divo ნამდვილად ძვირად ღირებული ჰიპერქარია. 2020-2021 წლებში მისი მხოლოდ 40 ეგზემპლარია გამოსული და მისი ფასი 5 მილიონი ევროდან იწყება. ანუ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად ფრთხილად უნდა იყოთ საზოგადოებრიც გზებზე Divo-თი მოძრაობისას. თუმცა, ერთ-ერთი Divo-ს მფლობელმა მოახერხა და დაპარკინგებულ Mercedes-Benz CLS-ს შეეჯახა, უკუსვლით, როდესაც თავადაც აპარკინგებდა.

ინციდენტი პარიზში, ერთ-ერთი სასტუმროს წინ, მრავალი ადამიანის თვალწინ მოხდა. ინსტაგრამის მომხმარებელმა @ledriviste ყველაფერი გადაიღო და ვიდეო შემდეგ სხვა ანგარიშმა, @supercar.fails-მაც დაპოსტა.

როგორც კადრებში ჩანს, Divo-ს მძღოლ უკუსვლა ზედმეტი მოუვიდა და მისი მანქანის უკანა ნაწილი Mercedes-ის წინა ნაწილს შეეხო. ამის შემდეგ, მანქანა კვლავ წინ მიდის და იქვე მყოფი ერთ-ერთი ადამიანი, სავარაუდოდ სასტუმროს თანამშრომელი უახლოვდება, რათა დაზიანება შეაფასოს. როგორც ჩანს, ის დაპარკინგებულ Mercedes-ზე რაიმე დაზიანებას ვერ პოულობს და Divo-ს მძღოლს პარკინგიდან გამოსვლაში ეხმარება. თავისუფალი სივრცე საკმაოდ დიდი ჩანს, მაგრამ სავარაუდოდ, ჰიპერქარის მძღოლს არ სურდა, რომ წინ გაჩერებულ Porsche 918 Spyder-თან ზედმეტად ახლოს მისულიყო.

მსგავსი ინციდენტი აღნიშვნის ღირსიც არ იქნებოდა, ყოველდღიურ მანქანას რომ ეხებოდეს. ასეთი რამის მომსწრე ალბათ ყველა ჩვენგანი ხშირად გავმხდარვართ. მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ჰიპერქარ Divo-ს, რომლის მთლიანი ძარაც ნახშირბადის ბოჭკოსგან არის დამზადებული. თანაც, მის უკანა ნაწილს კომპლექსური სტრუქტურები აქვს, მაგალითად, გამოკვეთილი დოფუზორი და ტიტანის ოთხი გამოსაბოლქვი მილი.

არის შანსი, რომ შეჯახების ძლიერ დაბალ სიჩქარესა და სავარაუდოდ საღებავის დამცავი ფენის არსებობას მანქანა რაიმე სახის დაზიანებისგან გადაერჩინა. მიუხედავად ამისა, ნახშირბადის ბოჭკოზე უმცირესი ნაკაწრის შეკეთებაც კი უთუოდ ძალიან დიდი თანხა დაჯდება.