1934 წლის ამ Bugatti Type 59-ს შეიძლება რბოლებში მონაწილეობის შედეგად ნაკაწრების კვალი აქვს, მაგრამ ის Bugatti-ს ისტორიის ნაწილია და სავარაუდოდ, 13,194,750 დოლარად გაიყიდება.

რატომ არის ეს მანქანა ასე გამორჩეული? გეტყვით – ეს Type 59 აღჭურვილია no. 5-ით და 1934-1935 წლების Grand Prix-ის სეზონზე Bugatti-ს გუნდს ეკუთვნოდა. მას ძირითადად მართავდა ფრანგი მრბოლელი რენე დრეიფუსი, რომელმაც მონაკოს Grand Prix-ზე მესამე ადგილზე გავიდა, შემდეგ კი ბელგიის Grand Prix-ზე გაიმარჯვა.

მას შემდეგ, რაც ფრანგულმა ავტომწარმოებელმა მანქანა Grand Prix-ს რბოლებიდან ჩამოწერა, მნიშვნელოვნად გადააკეთა და სპორტულ ღონისძიებებში მას უკვე მრბოლელი ჟან-პიერ ვიმილი მართავდა.

მომდევნო წლებში მანქანა სრულად ჩამოწერეს სპორტული შეჯიბრებიდან და ის ბელგიის მეფე ლეოპოლდ III-მ შეიძინა. მას შემდეგ, ავტომობილმა კიდევ ოთხი მფლობელი გამოიცვალა და ამჟამად იმავე მდგომარეობაში იმყოფება, რითაც ხაზს უსვამს მძიმე სარბოლო წარსულს.

აღჭურვილია 3,25 ლიტრიანი რვაცილინდრიანი ერთრიგა ძრავითა და Zenith-ის ორი კარბურატორით. გადაკეთებამდე, რბოლებში მონაწილეობისას მას ჩაბერვის კომპრესორიც ჰქონდა და 250 ცხენის ძალას ავითარებდა. ახლა აქვს 4-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, მექანიკური სამუხრუჭე დოლი ოთხივე კუთხეში, მტკიცე წინა ხიდი ნახევრად ელიფსური ფირფიტოვანი რესორით, De Ram-ის ამორტიზატორები და მტკიცე უკანა ხიდი.